თმის ცვენის მიზეზები და აღდგენის საფუძვლები

თმის ცვენა, რომელიც გავრცელებული პრობლემაა მამაკაცებისთვის (80%) და ქალებისთვის (50%), გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. მათ შორის არის ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, სტრესის მაღალი დონე, საკვები ელემენტების არასათანადო მიღება და სხვადასხვა დაავადებები.

თუმცა, ადამიანთა უმრავლესობისთვის გამელოტება გამოიხატება იმაში, რასაც ექიმები უწოდებენ ანდროგენეტიკურ ალოპეციას. ასაკის მატება ასევე წარმოადგენს ფაქტორს.

ანდროგენეტიკური ალოპეციის გაჩენას ხელს უწყობს სამი ფაქტორი:

  • თმის ცვენისადმი გენეტიკური მიდრეკილება
  • მამაკაცური ჰორმონების გაზრდილი რაოდენობა ორგანიზმში
  • ანდროგენებს შორის დროში წანაცვლება და მათი გავლენა თმის ფოლიკულებზე

დღეისათვის, პრაქტიკულად შეუძლებელია გამელოტების შანსების გამოცნობა. მაგალითად, გამელოტების არსებობა ოჯახში დედის ან მამის მხრიდან ყოველთვის არ მიანიშნებს იმაზე, რომ ინდივიდი ასევე დადგება თმის ცვენის წინაშე. ამავე დროს, მამაკაცისთვის გამელოტების შანსები მაღალია, თუ თავისი ცხოვრების მეოთხე ათწლეულს ის შეთხელებული თმებით ხვდება და მამამისს ასევე აღენიშნება გამელოტება. ზოგადად, გამელოტების, მისი ინტენსივობის და მიმართულების ზუსტი წინასწარმეტყველება რთულია.

“მამაკაცური” ანდროგენური ჰორმონები

ჯანმრთელი მამაკაცები და ქალები გამოიმუშავებენ ანდროგენურ ჰორმონებს. ხშირად მათ უწოდებენ “მამაკაცურ” ჰორმონებს. ეს ქიმიური ნივთიერებები მოიცავს ტესტოსტერონს, ანდროსტენდიონს და DHT-ს, რომელიც ასევე ცნობილია დიჰიდროტესტოსტერონის სახელით. ეს ჰორმონები, რომლებიც გამომუშავდება როგორც კაცების, ასევე ქალების რეპროდუქციული ორგანოების მიერ, ორივე სქესის ადამიანების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ სხვადასხვა რაოდენობით. მათი დონეები ამა თუ იმ ინდივიდის ორგანიზმში პასუხისმგებელია სქესზე, შესაბამისად, ანდროგენული ჰორმონული დონეები ბევრად უფრო მაღალია მამაკაცებში.

მამაკაცური ტიპის გამელოტება გამოწვეულია თმის ფოლიკულებზე DHT-ის მაღალი კონცენტრაციების ზემოქმედებით. ამგვარ ზემოქმედებას ადგილი აქვს 5 ალფა-რედუქტაზის ფერმენტის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში თმის ფოლიკულების ცხიმოვან ჯირკვლებში. 5 ალფა-რედუქტაზის ფერმენტი პასუხისმგებელია ტესტოსტერონის გარდაქმნაზე დიჰიდროტესტოსტერონად ამ ჯირკვლებში. ტესტოსტერონის ეს გარდაქმნა DHT-დ იწვევს თმის ცვენას, რა დროსაც DHT ფარავს თმის ფოლეკულში განთ6ავსებულ რეცეპტორებს და თმას ვეღარ მიეწოდება მკვებავი ნივთიერებები.

 

პროპეცია და მსგავსი მკურნალობა

5 ალფა-რედუქტაზის ფერმენტის მოქმედება შესაძლებელია ადგილობრივი გარე ზემოქმედების შედეგად დავბლოკოთ სპეციალური შამპუნის შედეგად, რომელიც კვლევებით არის დადასტურებული. ეს პროდუქტი ინჰიბირებას უკეთებენ 5 ალფა-რედუქტაზის ფერმენტის მოქმედებას, რაც იწვევს DHT-ის კონცენტრაციის შემცირებას თმის ფოლიკულებში,  ასევე ამ ფერმენტზე ზეგავლენის მოხდენა შეგვიძლია  პროპეციის (ფინასტერიდის) საშუალებით რომელიც ჰორმონალურ დონეზე ახდენს ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში, რომელიც წარმოადგენს თმის ცვენის მკურნალობის მრავალთაგან ერთ-ერთ ფორმას   თუმცა ამ მედიკამენტებს გააჩნია არასასურველი გვერდითი მოვლენები და დაზუტებული არ არის გრძელვადიან პერიოდში თუ რა უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ამავდროულად იგი ამცირებს მაკაცურ მოთხოვნილებას.

 

თმის ზრდის ციკლი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამელოტება ის პროცესია, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხდება და შეიძლება სხვადასხვა სიჩქარე ჰქონდეს, რაც დამოკიდებულია ინდივიდის გენეტიკაზე. თმის ცვენა იწყება 20 წელზე ოდნავ უფრო მეტი ასაკიდან და ზემოთ. გამელოტების სიჩქარე ასევე არ ექვემდებარება პროგნოზირებას. ზოგიერთი ადამიანი სწრაფად კარგავს თმებს, ზოგის შემთხვევაში კი ეს ეტაპობრივად ხდება.

თუმცა, არსებობს ის ადგილი, რასაც სპეციალისტები “მუდმივ” ზონას უწოდებენ. ეს არის U-ს ფორმის ადგილი თავზე, თავის კანის უკანა და გვერდით მხარეებზე. თეორიულად, მასზე არ მოქმედებს ტელოგენის ფაზა და ეს ადგილი იდეალურია გადასანერგი კანის ასაღებად.

ანაგენის (ზრდის ფაზის) ცვლილება

თმის ზრდა ხდება მისი საკუთარი ციკლის დროს. ამ პერიოდს მედიცინაში ანაგენის ფაზა ანუ თმის აქტიური ზრდის ფაზა ეწოდება. დრო დიდ როლს თამაშობს თმის ცვენაში. დაბერებას ხშირად თან ერთვის თმის ცვენისადმი გენეტიკური მიდრეკილება და DHT-ის ზემოქმედება თმებზე. ფოლიკულები კარგავენ თმის ღერებს, შედეგად, არ ხდება მათი განახლება, როგორც თავის კანის თმის. ეს იწვევს ანაგენის ფაზის გაიშვიათებას. რადგანაც თმის აქტიური ზრდის ფაზა მოკლდება, თმა კარგავს ფერს და ხდება უფრო მოკლე და თხელი – ამ პროცესს ეწოდება მინიატურიზაცია. ამგვარი მინიატურიზაცია არ ნიშნავს თმის კარგვას, თუმცა, თმის გათხელება უფრო შესამჩნევი ხდება. ეს იმიტომ ხდება, რომ უფრო თხელი და ღია ფერის თმის ღერები უფრო ადვილად ატარებენ სინათლეს თავის კანამდე.

 

კატაგენის ფაზა

თმის ფოლიკულის მატრიქსში უჯრედები გამრავლდება ნელ-ნელა და წყდება. თმის ფოლიკული გადადის ე.წ. „მძინარე მდგომარეობაში“. თმის ბოლქვი თანდათანობით წყდება დვრილს. კატაგენის ფაზა ძალიან ხანმოკლეა დაახლოებით 3-4 კვირა.

 

 

 

ტელოგენის ფაზის (დასვენების ფაზის) ზრდა

თმის ღერების კარგვა თმის ზრდის პროცესის ბუნებრივი ნაწილია. ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად 50-დან 100-მდე თმას კარგავს. სპეციალისტები ამას ტელოგენის ანუ დასვენების ფაზას უწოდებენ. თმის ფოლიკულები ახალი ღერების გაზრდას იწყებენ დაახლოებით სამი თვის შემდეგ. თუმცა, ფოლიკულების რაოდენობა, რომლებიც ტელოგენის ფაზაში შედიან, დროთა განმავლობაში იზრდება. როდესაც ტელოგენის ფაზაში უფრო მეტი ფოლიკულაა, ვიდრე ანაგენის ფაზაში, ეს ბევრად ზრდის გამელოტების შანსებს. თმის ამგვარი ცვენა ძირითადად ხდება თავის წინა ნაწილში, თხემზე და ზედა ნაწილში. ტელოგენის ფაზის თმები მტვრევადია, რაც მათ თმის კანიდან ადვილად ამოსაძრობს ხდის, სავარცხელთან ან სხვა ნივთთან ფიზიკური კონტაქტის შედეგად. თმის ღერები შეიძლება აღმოჩნდეს აბაზანაში შხაპის მიღების შემდეგაც კი. ამის დანახვა შემაშფოთებელია ადამიანისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც არ არის დარწმუნებული, უკავშირდება თუ არა თმის ცვენა ავადმყოფობას ან რაიმე სხვა სამედიცინო მდგომარეობას.

 

გამელოტების ტიპების პროგნოზირება

თმის ცვენის დაწყების დრო და მისი სიჩქარე ძნელად პროგნოზირებადია. ამავე დროს, გამელოტების გავრცელება და თმის გათხელება მრავალი სხვადასხვა გზით ხდება და თავის კონკრეტულ ნაწილებს მოიცავს. გამელოტების ტიპები, გარდა მამაკაცური და ქალური ტიპისა, ანუ ანდროგენული ალოპეციისა, მოიცავს შემდეგს:

  • ბუდობრივი ალოპეცია – გვხვდება კერების სახით თავის კანზე და ხშირად ადვილად ექვემდებარება დაფარვას
  • სამკუთხა ალოპეცია – გამელოტების კერების სტატიკური სერია, რომელიც, როგორც წესი, წარმოიქმნება ბავშვობაში
  • უნივერსალური ალოპეცია – ბუდობრივი ალოპეციის წინ წასული ფორმა, როდესაც თმის დაკარგვა ხდება მთელ სხეულზე
  • ნაწიბუროვანი ალოპეცია – ნაწიბურების წარმოქმნა თმის კანზე აქტიური ფოლიკულებით, რაც მათ ზრდას უშლის ხელს, წარმაოდგენს იშვიათი დაავადებების, დამწვრობის, ინფექციების და ა.შ. შედეგს
  • “ტოქსიკური” ალოპეცია – ადგილმდებარეობა არ არის წინასწარ განსაზღვრული, ხშირად გამოწვეულია ქიმიოთერაპიით ან ფარისებრი ჯირკვლის ან ჰიპოფიზის დაბალი აქტივობით
  • დიფუზური ალოპეცია – თმის ყოვლისმომცველი გათხელება, რომელიც ხშირად აზიანებს “მუდმივ” ზონებსაც კი.

ანდროგენული ალოპეციის დაწყება და მიმდინარეობა, როგორც წესი, თვალსაჩინოა.  თმის ცვენის სხვა ტიპები, როგორც წესი, შემდგომ კვლევას მოითხოვს. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ თავის კანის ბიოფსიას, ფიზიკურ გამოკვლევას და ლაბორატორიულ ტესტებს გამელოტების სხვა ტიპების დასადგენად.

თმის ცვენის გაანალიზება მნიშვნელოვანია საუკეთესო შედეგების მისაღებად

რომ შევაჯამოთ, გამელოტება შეიძლება დაემართოს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს სხვადასხვა ასაკში და სხვადასხვა სიჩქარით. გამელოტება მრავალი ფაქტორის გამო ხდება. თუმცა, ყველაზე ხშირად ის გამოწვეულია მამაკაცური ჰორმონების დონის ზრდით 80%. DHT, როგორც წესი, წარმოადგენს მთავარ დამნაშავეს. DHT-ის მაღალი დონე ხშირად იწვევს თმების მინიატურიზაციას. ასევე, თმის ზრდის ციკლი ხშირად შემოკლებული ფორმით ხდება.