თმის ცვენა ქალებში | 8 საოცარი რჩევა, თუ როგორ ავიცილოთ თმის ცვენა ქალებში

 მრავალი ქალბატონისთვის ცოტა რამ არის უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე შესამჩნევად გათხელებული თმა ან კულულები, რომლებსაც ბზინვა არ ეტყობათ და მოცულობაშიც მოიკლეს. მართალია, დღეში 50-დან 100-მდე თმის ღერის დაკარგვა ნორმალურია, მაგრამ უფრო მეტის გაცვენა უკვე პრობლემაზე მიუთითებს.
როგორც წესი, ზემოთ აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის და შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, დაწყებული გენეტიკური მიდრეკილებით და დამთავრებული იმით, თუ როგორი სტილით იყენებთ თმას. საბედნიეროდ, შეთხელებული თმა უფრო კოსმეტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს პრობლემას, ვიდრე ჯანმრთელობის მხრივ.

თმის ცვენის მკურნალობა

დღეს არსებობს თმის ცვენის სამკურნალო გაცილებით მეტი არაქირურგიული მეთოდი, ვიდრე წარსულში. ესენია როგორც გარეგანი(სპრეს და მალამოების ) სახით, აგრეთვე per os მისაღები მედიკამენტები. იმის განსაზღვრა, თუ კონჯრეტულად თქვენს შემთხვევაში რომელი მედიკამენტი და მედიკამენტების კომბინაციაა ყველაზე მისაღები, დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და გამელოტების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში საუკეთესო რეზულტატი მიიღება მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების კომბინაციის დროს.