დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ...
ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად...
რომელი კატეგორია მოგწონთ

"გადავარჩინოთ ჩემი 23 წლის შვილი" - გიორგი პაპუნაშვილის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

09 янв 2017, 17:58, admin
loading...
სამწუხაროდ, ბოლო დროს მომრავლდნენ ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოულოდნელად დაატყდათ თავს და ცხოვრება რადიკალურად შეეცვალათ. სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემების მოგვარება სერიოზულ თანხებსაც მოითხოვს, რისი საშუალებაც ადამიანების უმრავლესობას არ აქვს. ამიტომ არის საჭირო ჩვენი ყველასი ერთად დგომა, რადგან კაპიკ-კაპიკ, თითო ლარად შეგროვილი თანხა საერთო ჯამში ბევრ სიკეთეს აკეთებს.
ეს კიდევ ერთი ასეთი ამბავია. გიორგი პაპუაშვილი ახალგაზრდა მხატვარია, სტიქაროსანი, 13 ივნისის ტრაგედიის ერთ-ერთი გმირი, რომელიც დაუღალავად ეხმარებოდა სხვებს. მას ახლა თავად აქვს პრობლემა. 23 წლის ბიჭი, რომლის ცხოვრებაც მოულოდნელად რადიკალურად შეიცვალა, ახლა ჩვენგან
ელის მხარდაჭერას. ეს გიორგის დედის თხოვნაა, ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლის, რომელიც საგარეჯოს სკოლაში ბევრს უყვარს და ბევრი გულშემატკირობს, და რომელმაც მარტომ გაზარდა ორი შვილი - გიორგი და მისი და.
ვისაც გაუჩნდება სურვილი, შეუძლია, ამ ოჯახს ხელი გაუწოდოს. "მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, უკიდურესად მძიმეა გიორგის მდგომარეობა. საჩქაროა მისი დახმარება, ყოველ დღეს, წუთს დ წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მისი დახმარება კი თითოეული ჩვენთაგანის ხელში და გულისხმიერებაზეა დამოკიდბული.
7 თვის განმავლობაში ჩატარებულმა ქიმოთერაპიებმა და მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, მდგომარეობა უფრო დამძიმდა. აუცილებელია საზღვარგრეთ გადაყვანა, რაც უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გამაჩნია... მას თითოეული ჩვენგანის იმედი აქვს, ის ცდილობს გაუმკლავდეს თავის სენს, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე მას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, რისი დიდი იმედიც გვაქვს, გადავარჩინოთ ჩემი 23 წლის შვილი, ჩემი გიორგი, ვაჩუქოთ მას სიცოცხლე, რომელიც ასე სწყურია და სჭირდება. ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, შეუძლებელი არაფერია, ერთად დავამარცხოთ მისი მძიმე სენი.
პატივისცემით თამარ მეგუთნიშვილი".

"გადავარჩინოთ ჩემი 23 წლის შვილი" - გიორგი პაპუნაშვილის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს
скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი