დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

"წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც პაციენტის ბებია ამბობს" - იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი

27 дек 2016, 18:28, admin
loading...
2 თვისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის ბებიის სკანდალურ ბრალდებას Ambebi.ge-სთან საუბარში იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ეხმაურება. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა, კლინიკაში ყოფნის დროს, მუდმივად კონტროლდებოდა და "წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რაზეც გაჟღერებულ ბრალდებებშია საუბარი".

- ამ პაციენტს თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ განუვითარდა დამახასიათებელი გართულება, ჰიდროცეფალია. იმის გამო, რომ ჰიდროცეფალია არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, ჩატარდა გარეთა რენტრუგინული დრენირება, ნეიროქირურგიული პროცედურა. იაშვილის კლინიკაში ბევრი ასეთი პაციენტი წევს, შესაბამისად, ჩვენთვის ეს იშვიათი პროცედურა არ არის. ჩავუდგით დრენაჟი, პროცედურა სტანდარტული წესით შესრულდა. ოპერაციის დროს მიღებული იყო სითხე, 35 მილილიტრი. ამის შემდეგ ჩაიდგა დრენაჟი, რათა თავის ტვინი დაცლილიყო ზედმეტი სითხისგან. 24 საათის განმავლობაში დრენაჟის საშუალებით თავის ტვინიდან წამოვიდა 250-270 მილილიტრი სითხე. ბავშვის მდგომარეობა დრენაჟის ჩაყენების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შესაბამისად, დრენაჟი იდგა თავის ადგილას და ამიტომაც მივიღეთ დადებითი შედეგი. ბავშვი იყო კონტაქტური, დაუწია სიცხემ და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. გარდა ამისა, როცა ბავშვი მიჰყავდათ თურქეთში, მისი მდგომარეობა განმეორებით შეფასდა დადებითად. კერძოდ, საშუალო სიმძიმის იყო.

მძიმე რომ ყოფილიყო მისი მდგომარეობა, თურქი ექიმები გააკეთებდნენ შეფასებას და არ მოხდებოდა მისი ტრანსპორტირება.

- რაზე დაყრდნობით გიყენებთ ბებია ამ მძიმე ბრალდებას?
- ბებია რაზე დაყრდნობით ამბობს ამ ყველაფერს, არ ვიცით. ოფიციალურად მივმართეთ თურქულ კლინიკას და დღის ბოლოს მივიღებთ პასუხს. ამ პაციენტის მდგომარეობა მუდმივად კონტროლდებოდა, წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც ბებია წერილში ამბობს.

- როდის მოიყვანეს ანასტასია ზაალიშვილი იაშვილის კლინიკაში?
- პაციენტი ჩვენს კლინიკაში 26 ნოემბერს შემოიყვანეს, მას მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა, 30 ნოემბერს ჩაუტარდა ოპერაცია, კიდევ იყო დაგეგმილი ერთი ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ოჯახს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი მისი საზღვარგარეთ წაყვანა.

თამარ ბოჭორიშვილიскачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი