დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

სულის შემძვრელი ფოტოები და რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს - „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!“

24 дек 2016, 11:27, admin
სულის შემძვრელი ფოტოები და რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს - „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!“
loading...
სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია კამპანიამ, რომელიც ერთი ქართული ოჯახის დასახმარებლად წამოიწყეს ფეისბუქ-მომხმარებლებმა თიკო იობიძემ, დარინა ჩაჩანიძემ და მათმა მეგობრებმა. ფოტოები და ის რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ნებისმიერ ადამიანს შეძრავს. საბედნიეროდ, კამპანიას დადებითი შედეგები მოჰყვა და ადამიანები უკვე აგროვებენ ნივთებს და თანხას ოჯახის დასახმარებლად. სამწუხაროდ კი, ასეთი ოჯახი არც ისე ცოტაა ჩვენს ქვეყანაში და სულ უფრო ხშირად გვზაფრავს მორიგი საშინელი ისტორია, თუ როგორ თანაარსებობენ ადამიანები ჩვენ გვერდით.

გთავაზობთ რამდენიმე სტატუსს და ფოტოებს, რომლებიც ყველაფერზე თავად მეტყველებენ:

"მეგობრებო ლაგოდეხის რ/ში სოფელ ჰერეთისკარში ამ ცივ დღეებში ჭერის და ფანჯრების გარეშე ცარიელ კედლებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წლების მანძილზე ცხოვრობს 8-სულიანი ოჯახი და ერთ-ერთი პატარა ეპილეფსიით ავადმყოფი ჰყავთ... ჩვენ ვიყავით დღეს და გვსურს სინანულის განცდა (რომ არ ვიყავით აქამდე ინფორმირებულნი), რომელიც ჩვენ დაგვეუფლა, აღარავინ იგრძნოს, როცა მათ ნახავს და გადავწყვიტეთ დახმარება, რომლის ერთ-ერთი ფორმა ამ ინფორმაციის გავრცელებაა. გახსნილია ანგარიში. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ ამ საახალწლოდ გაათბოთ და გაახაროთ ეს პატარები თუნდაც მცირედით. ნამდვილად მადლიან საქმეს გავაკეთებთ ამ საშობაოდ... თუ არ გვაქვს საშუალება თანხის ჩარიცხვის, მაშინ გავაზიაროთ ეს პოსტი. ასე სიკეთის გაკეთების მსურველს ვიპოვით და ესეც დიდი მადლია..." ჩემო უცნობო და ნაცნობო მეგობრებო… გთხოვთ, თუ რამე გაქვთ და ამ ახალ წელს გინდათ, ვინმე გაახაროთ, დავეხმაროთ ამ ოჯახს. ფანჯრების ფული შეგროვდა და ახლა რაც შეგვიძლია, შევუმსუბუქოთ ცხოვრება…
კვირას, 25 დეკემბერს, კოლმეურნეობის მოედანზე, შეგიძლიათ, მიიტანოთ ნივთები და ნებისმიერი რამ, რაც ამ ოჯახს ყოფას შეუმსუბუქებს.
ოჯახი, სადაც ექვსი პატარა იზრდება, დარინა ჩაჩანიძემ აღმოაჩინა, როდესაც მათთან დასახმარებლად ჩავიდა. მას შემდეგ მან სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყო, რომლის საშუალებითაც სახლში, სადაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არის, ორი ფანჯარა ჩასვეს, საჭიროა 7000 ლარი, რომ სახლში ელემენტარული პირობები შეიქმნას. როგორც ცნობილი გახდა, ლაგოდეხის გამგებელმა 2000 ლარი უკვე ჩარიცხა ანგარიშზე, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ამიტომაც თანხის შეგროვება გრძელდება.
ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება..." საოცარი წელი მინდა ამ ოჯახს მოვუწყო თქვენი დახმარებით... და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ასე იქნება. ისეთი გვერდით დგომა ვიგრძენი, ჩემო მეგობრებო... დღეს ეს ბავშვები დარინა ნათლიას მეძახოდნენ უკვე. ჩემი ყოველდღიური ფიქრი მათი მომავალია და ვიცი გამოგვივა. ვამაყობ თქვენით!"
სულის შემძვრელი ფოტოები და რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს - „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!“
სულის შემძვრელი ფოტოები და რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს - „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!“
სულის შემძვრელი ფოტოები და რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს - „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!“
სულის შემძვრელი ფოტოები და რეალობა, რომელშიც 6-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს - „ეს არ ხდება აფრიკაში, ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!“
скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი