დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

რა არის ნაკურთხი წყალი და როგორია მისი ძალა

24 окт 2016, 18:51, admin
რა არის ნაკურთხი წყალი და როგორია მისი ძალა
loading...
ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო — ნათლისღების საიდუმლო სწორედ წყალთანაა დაკავშირებული. ნათლისღების წყალი და საერთოდ, ნაკურთხი წყალი ჩვეულებრივი წყალი აღარ არის. ბოთლებში ჩასხმული თავდახურული წყალი მრავალი წლის განმავლობაში ინახება. ადამიანი როცა მარხვით განწმენდილია, ნაკურთხი წყლის ზემოქმედებაც უფრო ეფექტურია.

ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ერთ-ერთია ამ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულებიან. ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც გამოიყენება დასალევად და ოთახში სასხურებლად.

ნაკურთხი წყალი შეიძლება მოვატანინოთ ეკლესიიდან, თუ სისტემატურად ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ, შეიძლება მასში გადავურიოთ უბრალი წყალი და ამგვარად გავამრავლოთ.

ნაკურთხი წყალი უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დასალევად გამოყოფილი უნდა იყოს აგრეთვე, მცირე ზომის ჭიქაც. ნაკურთხი წყალი, სასურველია, ყოველ დილით დავლიოთ უზმოზე, აგრეთვე ავადმყოფობისას.

დროდადრო, კვირა დღეს, ან სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე, ნაკურთხი წყალი უნდა მოვასხათ ოთახებში, ყველა სათავსოში. სხურება შეიძლება ხელით ან, თუ მხოლოდ ამ მიზნისათვის გამოვიყენებთ, რაიმე მაშხეფებელი ხელსაწყოთი.

ნაკურთხი წყალი არ იხრწნება. მორწმუნეები, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ მას, რაშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია დარწმუნდეს მაგრამ, თუ ნაკურთხ წყალს უდიერად მოვეპყრობით, ის შეიძლება გაიხრწნას კიდეც. ამის გამო იგი სუფთად უნდა შევინახოთ. ნაკურთხი წყლის მარაგს არ უნდა შეეხოს უცხო სხეული, არამედ მხოლოდ მისთვის გამოყოფილი ჭურჭელი (მაგალითად, დაუშვებელია წყალში ხელის ჩაყოფა, ან მისი ბოთლიდან შესმა).

ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ერთ-ერთია ამ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულებიან.

იოანეს სახარებაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც მაცხოვარმა წყალი სთხოვა სამარიელ ქალს. მან კი გაიკვირვა, რადგან სამარიელები და იუდეველები ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. ქრისტემ მიუგო მას: "შენ რომ იცოდე ღვთიური ნიჭი და ის, თუ ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს” (იოან. 4:10). შემდეგ ქრისტე განმარტავს: "…ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.” (იოან. 4:14). სახარებისეული ეს სიტყვები ჩვეულებრივ განიმარტება, როგორც საუბარი მაცხოვარი ყოვლისშემძლეა და შეუძლია წყლით განკურნება. არამარტო წყლით, არამედ საერთოდ სითხით.

როცა წყალი ნაკურთხია, თითოეული მისი შემადგენელი ნაწილაკი გაჟღენთილია ლოცვით, ანუ საოცრად დადებითი ენერგეტიკისაა. როცა მას ვსვამთ, ჩვენს უჯრედებში შემოდის ეს დადებითი ინფორმაცია და აღადგენს ჩვენი ორგანიზმის დარღვეულ ენერგეტიკულ ბალანსს.

წყალს რიტუალებისთვის ყველა რელიგია იყენებს. ეს იმიტომ, რომ მას არა მარტო ინფორმაციის გადაცემა შეუძლია, არამედ ამა თუ იმ ინფორმაციისაგან ადამიანის განთავისუფლება — განწმენდაც. სპეციალურად საამისოდ მომზადებულ წყალში განბანვის შემდეგ ადამიანი არასაჭირო ინფორმაციისაგან სუფთავდება. გავიხსენოთ, წყალს აქვს ერთი უნიკალური თვისება — თავისი არაჩვეულებრივი სტრუქტურის წყალობით მას შეუძლია ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. ამასთან ინახავს ყველანაირ ინფორმაციას, როგორც „ცუდს”, ასევე „კარგს”. ამიტომაც წყლის ამ თვისებას იყენებენ როგორც მაგები (თავიანთი ბნელი ზრახვებისთვის), ისე საეკლესიო მსახურები — სასიკეთო მიზნით. წყალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახალხო მკურნალებიც. არცერთი საგნის ენერგეტიკული ველი არ ახდენს ადამიანზე ისეთ უზარმაზარ ზემოქმედებას, როგორც წყალი. ეს იმიტომ, რომ წყალი მუდმივად არის ჩვენს სხეულში (ადამიანის შემადგენელი მასალის თითქმის 60% წყალია), თანაც იგი ინფორმაციას ინახავს. ასე რომ, მისი საშუალებით ეს ინფორმაცია თითოეულ უჯრედამდე მიდის, ანუ ჩვენი სისხლი, ქსოვილები, ძვლები (ყველაფერი ჩვენში, რაშიც წყალი შედის) ამ ინფორმაციითაა გაჟღენთილი.

ნაკურთხი წყლის გამოკვლევის შედეგებმა სენსაცია მოახდინა მეცნიერებაშიც. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ "ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება; ურთულესი დაავადებები კი იკურნება განსაკუთრებულად ნაკურთხი წყლით: წყალს აკურთხებენ სამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა ზარის ხმაც არ უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს. მღვდლებს ან ბერებს წყალი მდუმარედ მოაქვთ და შემდეგ აერთებენ. ასეთ წყალს საოცარი აღმდგენი თვისებები გააჩნია! ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ თუ ნაკურთხ წყალს ჩვეულებრივ წყალში გავურევთ, მიუხედავად უმნიშვნელო თანაფარდობისა, უბრალო წყალი მთლიანად გადაიქცა ნაკურთხ წყლად, როგორც სტრუქტურულად, ისე ბიოლოგიური თვისებებით.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი