დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

საყოველთაო ჯვრისწერა - პატრიარქი პირადად დალოცავს წყვილებს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს

22 окт 2016, 01:00, admin
საყოველთაო ჯვრისწერა - პატრიარქი პირადად დალოცავს წყვილებს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს
loading...
საყოველთაო ნათლობის შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით ახალი პროექტი დაიწყო. ეს გახლავთ საყოველთაო ჯვრისწერის პროექტი, რითაც უწმინდესი ოჯახის სიმტკიცეს უწყობს ხელს. პროექტს სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოება, ზვიად სეხნიაშვილის ხელმძღვანელობით. უშუალოდ პროექტს კი პოეტი გიული ჩქარეული (ჩოხოსანი) კურირებს. ქალბატონ გიულის რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

- რა არის ამ პროექტის მთავარი მიზანი?
- ამ პროექტში ჩვენმა უწმინდესმა ჩადო დიდი სურვილი,სურვილი ოჯახის სიძლიერისა და სიმტკიცისა,რომელსაც მთელი ქართველი საზოგადოება უნდა დაუდგეს გვერდში.და ეს ასეც მოხდა,უამრავი ადამიანი გვიკავშირდება,ეწერებიან,გადიან რეგისტრაციას.

- ჯვრისწერის მსურველებმა რეგისტრაციისთვის რა პროცედურა უნდა გაიარონ ,რა საბუთებია საჭირო და სად უნდა მიაკითხონ?
- ჯვრისწერის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ჩემთან,ამისთვის აუცილებელი პირობაა ის,ვინც ჯვარს იწერს,აუცილებლად უნდა იყოს მონათლული.თუ მეორედაა ქორწინებაში და მეორედ იწერს ჯვარს უნდა მიმართოს მოძღვარს ჯვრის აყრის თაობაზე. უნდა ჰქონდეთ ქორწინების ბეჭდები,ყავდეთ მეჯვარეები და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,რომელიც საჭიროა ჯვრისწერის მოწმობის შესავსებად.

- სად მდებარეობს თქვენი ოფისი და რა დღეებშია შესაძლებელი თქვენთან მოსვლა?
- სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არის ჩვენი,ჩოხოსანთა საზოგადოების ოფისი,ყოველ პარასკევს 3 საათიდან 6 საათამდე პირადად მე გახლავართ იქ.დანარჩენ დღეებშიც ოფისი დილის12 საათიდან საღამოს 6 საათამდე ღიაა და ნებისმიერ მსურველს მიიღებს ქალბატონი ნინო ქავთარაძე.ასევე ხდება ტელეფონით დარეგისტრირება,რადგან ბევრი რაიონებიდანაც გვეხმიანება და მათთვის სატელეფონო რეგისტრაცია უფრო მისაღებია.ამიტომ ყველგან მითითებულია ჩემი საკონტაქტო ნომერი.იმდენად დიდია დაინტერესება და იმდენად ბევრია ჯვრისწერი მსურველი, რომ ჩემი ტელეფონი არ ჩერდება.რაც ძალიან მახარებს და დიდ იმედს მაძლევს იმისას, რომ პროექტს სულ მალე დიდი აღიარება ექნება.

საყოველთაო ჯვრისწერა - პატრიარქი პირადად დალოცავს წყვილებს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს


- უწმინდესი დალოცავს თითოეულ წყვილს?
- პატრიარქის მიერ დალოცვა და სამახსოვრო საჩუქრის,ოჯახის სიძლიერის ხატის გადაცემა.ჩვენ,ანუ ჩოხოსანთა საზოგადოებამ პირველი ჯვრისწერა უკვე განვახორციელეთ სამების სააკათედრო ტაძარში.მამა შიომ 6 წყვილს დაწერა ჯვარი,ხოლო უწმინდესმა ისინი დალოცა და ზემოთხსენებული საჩუქრები გადასცა.

- ყველა წყვილმა სამებაში უნდა დაიწეროს ჯვარი და ისე დალოცავს უწმიდნესი თუ სხვა ტაძარშიც შეუძლიათ ჯვირს დაწერა?
- იმ შემთხვევაში თუ ჯვრისწერის მსურველებს არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა ჩვენ აქედან გავუწევთ საჭირო ორგანიზებას და დახმარებას.მაგრამ ჯერ- ჯერობით ყველას დიდი სურვილი აქვს ჯვარი სამებაში დაიწერონ

- ჯვრისწერის მსურველთა ასაკი თუ არის შეზღუდული?
- ჯვრისწერისათვის ასაკი არ არის შეზღუდული. წინა ჯვრისწერაზე უხუცესი წყვილი გახლდათ 71 წლის და 69 წლის,ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 24 - ის და 18 წლისები.

- როდის შედგება შემდეგი ჯვრისწერა?
- სულ მალე, 30 ოქტომბერს შედგება მეორე ნაკადის,ანუ მეორე შვიდეულის ჯვრის წერა.ეს პროცედურა გაგრძელდება მარხვის დაწყებამდე, 28 ნოემბრამდე. როდესაც მარხვა დამთავრდება, ისევ დავიწყებთ წყვილთა რეგისტრაციასა და ჯვრისწერის ცერემონიალს

- თუ ჯვრისწერის მსურველი ეკლესიურად არ ცხოვრობს, აღსარებას არ აბარებს და არ ეზიარება, მათთვისაც არის ეს შესაძლებელი?
- ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი პროცედურა უნდა გაიაროს. ამ პროექტის ერთ- ერთი მიზანი ეგეცაა,რომ მრევლი ეკლესიისკენ შემოვაბრუნოთ,რწმენაში გავაძლიეროთ.
ჯვრისწერის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე:
საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა საზოგადოებაში გვაქვს ჯვრისწერის მსურველთა რეგისტრაციის სამსახური, ხელმძღვანელი ქალბატონი გიული ჩქარეული(ჩოხოსანი)...599 91 67 03
მის გარდა სამების საკათედრო ტაძარში, ჩვენს ოფისში(ცენტრალური კარიბჭის გალავანში) დაურეკონ ნინო ქავთარაძეს - 599 07 41 40скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი