დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

01 ноя 2016, 17:48, mari
თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
loading...
კომპანია „თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის რამდენიმე რაიონს 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ნაძალადევის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების და სოფელ ზურგოვანის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ლილოს დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი