დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ...
ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად...
რომელი კატეგორია მოგწონთ

შობის მნიშვნელობა მართლმადიდებლურ სამყაროში . რატომ აღინიშნება შობა ?

06 янв 2017, 16:43, admin
შობის მნიშვნელობა  მართლმადიდებლურ სამყაროში . რატომ აღინიშნება შობა ?
loading...
ისევ წელიწადის ეს დროა. დეკემბერი მოვიდა და მასთან ერთად შობის მთელი მხიარულებაც. მაგრამ, რა არის შობის ნამდვილი მნიშვნელობა? ნაძვის ხის ქვეშ დაწყობილი საჩუქრები, სინათლე ფანჯრებში, მისალოცი ბარათები, საახალწლო სუფრა ოჯახთან ერთდ, თოვლი ქუჩაში და ოთახში დაკიდებული წინდები, თუ შეძახილები „ქრისტე აღსდგა!“, რომლებიც ქუჩაში გვესმის?? არის კი ეს ნამდვილი შობა?

უამრავი ადამიანისთვის შობა დარდის და წუხილის დროა, რადგან არ აქვთ შვილებისთვის, მეგობრებისთვის და ოჯახისწევრებისთვის საჩუქრის საყიდელი ფული. ზოგი კი იმის გამოა მოწყენილი რომ საყვარელი ადამიანს არ შეუძლია სახლში ყოფნა უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო. საახალწლო ინდაური ზოგისთვი შეიძლება უბრალოდ ოცნება იყოს და არა რეალობა.

თუმცა შობა ნამდვილად არის უდიდესი მხიარულების დრო. ეს არის დრო როდესაც ღმერთმა აჩვენა ჩვნედამი უსაზღვრო სიყვარული. ეს შეიძლბე იყოს განკურნებისა და განახლების დრო. შობას ავღნიშნავთ, რადგან იესო დაიბადა, ღმერთმა გამოგვიგზავნა საკუთარი შვილი და მისმა დაბადებამ მსოფლიოს უდიდესი სიხარული მოუტანა. წინასწარმეტყველები და ანგელოზები ყველა იზიარებდა ამ უდიდესი დღესასწაულის სიხარულს. მათ იცოდნენ, რომ იესო არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი. წინასწარმეთყველებმა მისი დაბადება ასობით წლით ადრე იწინასწარმეტყველეს. ვარსკვლავი გაჩერდა ზუსტად ბეთლემის თავზე, რათა ეცნობებინა ქრისტეს დაბადების ადგილი მათთვის, ვინც მასე ეძებდა.


ლუკას 2:4,19 ამბობს:

„იოსებიც ავიდა გალილეიდან, ნაზარეთის ქალაქიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ბეთლემი ეწოდება, რადგან დავითის სახლისა და ტომისი იყო იგი. რათა ჩაწერილიყო მარიამთან თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ორსულად იყო. მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის დღეები. და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა ბაგაში, რადგან ადგილი არ იყო მათთვის სასტუმროში. მწყემსები იყვნენ მინდვრად იმ მხარეში. ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ. და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ. უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინით, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, ისვა თქვენთის დღეს დავითის ქალაქში. ეს იქნება ნიშანი თქვენთვის: იყოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს“ . და უეცრად დიდძალი ციური ლასქარი გაჩნდა ანგელოზთან ერთად, ღმერთს აქებდნენ და ამბობდნენ: „დიდება მაღალთ შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისთვის სათნო ადამიანებს!“ ანგელოზები ზეცად რომ ამაღლდნენ უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემესი და ვნახოთ რაც მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა“. სასწრაფოდ მივიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა. ნახვისთანავე აუწყეს იმ საიტყვაზე, რომელიც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე. ვინაიდან ისმენდა, ყველას უკვირდა მწყემსების ნაამბობი, მარიამმა კი ყოველი სიტყვა ჩაიმარხა და ფიქრობდა მათზე თავის გულში.“



რატომ მოვიდა ის? რატომ გამოგზავნა ღმერთმა საკუთარი შვილი ამ ბოროტ და სასტიკ სამყაროში? ღმერთმა ის ჩვენ გამოგვიგზავნა(იოან.3:16), რადგან, ერთ დღეს ის გაიზრდებოდა და ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება გახდებოდა. მისი ისტორია არის ჭეშმარიტების, სიყვარულის და იმედის ისტორია. მან ყველა ჩვენგანს გადარჩენა მოგვიტანა. ქრისტეს გარეშე ჩვენ ყველა დავიღუპებოდით ჩვენი ცოდვების გამო.

ქრისტემ გადაიხადა საფასური ყველა ცუდი საქმისთვის რაც კი ჩვენ ჩაგვიდენია. ბიბლია ამბობს , რომ ყველას გვაქვს ცოდვა. ადამისგან და ევასგან ცოდვილი ბუნება მემკვიდრეობით მივიღეთ. და ამ ცოდვილი ბუნების მოსაშორებლად ერთადერთი გზა ქრისტეა. იესო ჯვარზე ეწამა ყველა ჩვენი ცოდვისთვის. ჩვენ შეგვიძლია ვთხოვოთ მას მოვიდეს ჩვენს გულებში და გვაპატიოს. მაშინ ჩვენ გავიწმიდებით ცოდვებისგან. ჩენ უნდა ვიცოდეთ, რომ სამოთხე არის ადგილი სადაც ჩვენ შეგვიძლია წასვლა, როდესაც ეს ცხოვრება დასრულდება.

„თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი მოგვიტოვებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლოებისგან“. იოანე 1:9


ჩვენ შეგვიძლია შობას ბედნიერები ვიყოთ. მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება, ჩენ უნდა ვიცოდეთ, რომ მისი შვილები ვართ და ერთ დღეს სამოთხე გახდება ჩვენი სახლი.

ამ წელს შობას სხვაგვარად შეხედე, ეს არის წელი როდესაც შეგიძლია მოუხმო ქრისტეს საკუთარ გულში. მაშინ ნამდვილად იტყვი „გილოცავ შობას“, სიხარულს და ბედნიერებას რომელსაც მიიღებ, მთელი წლები გაგყვება, რადგან გაიცნობე ღმერთს.

იესო ქრისტე არის მიზეზი ამ დღეს რომ ბედნიერი იყო, იმხიარულე!

სახარების რწმენის ეკლესია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! დაე ღმერთის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი