დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
10 პროდუქტი რომელიც გაგიწმინდავთ არტერიებს და დაგიცავთ გულის...
დაამზადეთ სახის კრემი სახლის პირობებში თქვენი კანის ტიპის მიხედვით...
რჩევები
გაწუხებთ მხედველობის პრობლემები? სამუდამოთ განთავისუფლდით მისგან...
ჩამოშვებული და დეფორმირებული მკერდის 5 მთავარი გამომწვევი მიზეზი...
რომელი კატეგორია მოგწონთ

როგორ დავორსულდეთ?

12 янв 2017, 01:43, admin
როგორ დავორსულდეთ?
Загрузка...
დაორსულებისთვის სასარგებლო ნაყოფიერი დღეების შესახებ ბევრს გაუგია, მაგრამ მოსახლეობაში ნაკლებად არის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი დღეებია ეს. ჩატარებული კვლევების მიხედვით ახალგაზრდა ქალების და მამაკაცების 66%-მა არ იცის ციკლის რომელ პერიოდშია ქალი უფრო ნაყოფიერი. უშვილობის ამერიკული ასოციაციის ინფორმაციით კი უშვილო წყვილების 20%-ის პრობლემა მხოლოდ არასწორ პერიოდში კონტაქტი იყო. მიუხედავად ამისა, ოვულაციის კალენდარზე ბოლომდე დაყრდნობა გაუმართლებელია, მით უმეტეს, თუ ამგვარად ფიქრობთ არასასურველი დაორსულების თავიდან აცილებას. თუმცა აღნიშნულ ინსტრუქციაში ჩვენ არ გვაქვს საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან არასასურველი ორსულობა. პირიქით, აქ გასწავლით, როგორ დაგეგმოთ ორსულობა! მაშ ასე, რა უნდა იცოდეთ თუ დაორსულება გნებავთ?

როდის კავდებით სექსით?



ბევრი ფიქრობს, რომ დაორსულების საიმედო გზა ინტიმური აქტით ყოველ დღე დაკავებაა. თუმცა, ასეთი ენთუზიაზმი დაორსულების შანსებს ოდნავ ამცირებს. საკმარისი რაოდენობის სპერმის დასაგროვებლად 36-დან 48 საათი მაინცაა საჭირო. სხვა შემთხვევაში შესაძლოა სპერმა უბრალოდ არ იყოს საკმარისი. ნაყოფიერი იქნება, თუ სექსით დღეგამოშვებით დაკავდებით.
2ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები



ალკოჰოლსა და კოფეინზე უარის თქმა დაორსულების შანსებს ზრდის. მოწევაზე კი აუცილებლად უნდა თქვათ უარი. სიგარეტის მოწევა ესტროგენების წარმოებას ამცირებს და უარყოფითად მოქმედებს ენდომეტრიუმის სისქეზე. ეს ყველაფერი ჰორმონალურ ბალანსს არღვევს და შედეგად, ნაყოფიერების მაჩვენებელიც იკლებს.
3ციკლის პერიოდი



ციკლის პერიოდი ნაყოფიერებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუ თქვენი პერიოდი 21 დღეზე ნაკლები, ან 35 დღეზე მეტია, მაშინ ეს ნორმის ფარგლებს სცდება და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დაავადების მაჩვენებელია ციკლის რყევა და გამონადენის სიჭარბე. ნებისმიერი ასეთი გადაცდომის შემთხვევაში მიმართეთ გინეკოლოგს.
4კალენდარი



კარგი იქნება თუ აწარმოებთ კალენდარს. გინეკოლოგი აუცილებლად მოგთხოვთ მის წარდგენას, როდესაც დაორსულებას გადაწყვეტთ. მასთან ვიზიტამდე კი კალენდარი დაგეხმარებათ სავარაუდოდ მაინც განსაზვროთ დაორსულების შანსები. ქალების უმეტესობას ოვულაციის პერიოდი მენსტრუაციის დაწყებიდან მე-15-19 დღეებში ეწყება. სწორედ ეს არის ის დღეები, რომელიც განაყოფიერებისთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა. თუმცა გაითვალისწინეთ, ოვულაციის ზუსტ დღეებს მაინც ინდივიდუალურად ადგენენ და არ ღირს საკუთარ გამოთვლებზე ზედმეტი იმედების დამყარება.скачать dle 10.5фильмы бесплатно
იხილეთ ვიდეო
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ "ADD EXTENSION"-ს
loading...
Загрузка...
გააკეთეთ კომენტარი