დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ...
ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად...
რომელი კატეგორია მოგწონთ

უნდა მივიღოთ თუ არა ბიოაქტიური დანამატები ?

12 янв 2017, 01:00, admin
უნდა მივიღოთ თუ არა ბიოაქტიური დანამატები ?
loading...
- რა მიზანი აქვს ბიოაქტიური დანამატების მიღებას?
- ცნობილია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და განწყობა მიღებული საკვებისა და წყლის ხარისხზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, საკვებით ყოველთვის ვერ გვაწვდის ყველა საჭირო ნი­ვთიერებას, ყოველთვის არ ვიკვებებით სწორად, ამიტომ ვცდილობთ, ეს დანაკლისი ვიტმინებითა და ბიოაქტიური დანამატებით შევივსოთ. ბადი ორგანიზმს ეხმარება, წა­მლების გარეშე გაუმკლავდეს მსუბუქ მდგომარეობებს, ანელებს ორგანიზმის დაბერებას, ამცირებს ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკს, ზრდის შრომის უნარს, ორგანიზმის გამძლეობას, ააქტიურებს დამცველობით ფუნქციებს. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის მდგომარეობის შენარჩუნებას ფიზიოლოგიური ნორმის
პირობებში ანუ ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების და არასასურველი პირობებისადმი წინააღმდეგობის უნარის ზრდას. აი, ეს არის ბიოდანამატების ძირითადი დანიშნულება. ჩვენთან კი დანამატებს სამკურნალო მიზნით იღებენ. მთელი ცივილიზებული სამყარო ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დაავადების პროფილაქტიკას, რადგან მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში თვითმკურნალობას მივმართავთ. ბიოაქტიური დანამატები წა­მ­ლები არ არის, მათი მეშვეობით ავადმყოფობისგან ვერ განვიკურნებით.

- გვერდითი ეფექტები თუ აქვს ბიოაქტიურ დანამატებს? მათ შემადგენლობაში ხომ ორგანიზმზე მოქმედი აქტიური ნივთიერებების კომპლექსი შედის?
- ბიოაქტიური დანამატების მოხმარებისას უნდა გავითვალისწინოთ ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციები. ბიოდანამატები იმით გამოირჩევა, რომ მათი მიღება უფრო ხანგრძლივად არის საჭირო, ვიდრე სამკურნალო საშუალებებისა, თუმცა არსებობს შეზღუდვები.

- როგორ არ შევცდეთ ბიოდანამატების შეძენისას?
- იმისთვის, რომ შევიძინოთ და მივიღოთ ნამდვილად სასარგებლო ბიოდანამატი, რამდენიმე რჩევა უნდა გავითვალისწინოთ:

ბიოდანამატები შევიძინოთ მხოლოდ აფთიაქებში ან სპეციალიზებულ მაღაზიებში;
თუ მაინც გადავწყვეტთ ქსელურ გამავრცელებლებთან ბიოდანამატის შეძენას, პრეპარატზე არსებული ინფორმაცია გადავამოწმოთ ექიმთან;
დავადგინოთ პრეპარატის მწარმოებელი და შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ მის შესახებ;
არასოდეს შევიძინოთ ბიოდანამატი, რომელიც „ყველა დაავადებას კურნავს“;
გვახსოვდეს, რომ ქრონიკულ დაავადებებს ბიოდანამატებით ვერ ვუმკურნალებთ;
ვეცადოთ, არ შევიძინოთ დანამატი, რომელიც ბევრ ინგრედიენტს შეიცავს, მეტადრე - თუ მის შემადგენლობაში ეგზოტიკური მცენარეებიც შედის;
გავითვალისწინოთ, რომ ბიოდანამატებს აქვს უკუჩვენებაც და ყურადღებით წავიკითხოთ ინსტრუქცია.

- ამრიგად, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი საშუალებებია?
- დიახ, ასეა. შეიძლება მათი მიღებაც გამოჯანმრთელების პერიოდში.

- როგორ უნდა მივიღოთ ბა­დი?
- ჩვეულებრივ, დანამატებს უნიშნავენ სამთვიან კურსებად, მაგრამ ყველა მათგანს მიღების თავისი წესი აქვს, ამიტომ მკურნალობის წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და დაიცავით დოზა. თუ დანამატის მიღებამ რაიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია, ბადის მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და მიმართეთ ექიმს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი