დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
მკერდის კიბოს ადრეული ნიშნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს...
10 ბუნებრივი საშუალება თქვენი არტერიების გასაწმენდად და გულის...
რომელი კატეგორია მოგწონთ

ახალი ტესტი გაარკვევს ესაჭიროება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი

12 янв 2017, 00:45, admin
ახალი ტესტი გაარკვევს ესაჭიროება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი
loading...
დიუკას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (Duke University Medical Center) მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ტესტი, რომელიც სისხლის ანალიზს ეფუძნება და ექიმებს ეხმარება იმის გარკვევაში, რომელი მიკრორგანიზმია ამა თუ იმ რესპირატორული დაავადების გამომწვევი. ამ ტესტის დახმარებით ექიმები შეძლებენ დაასკვნან, ესაჭიროება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ხელმძღვანელი ეფრაიმ ცალიკი აცხადებს, მეთოდი ეფუძნება პაციენტის გენების ექსპრესიის შესწავლას - გენების აქტივობა ხომ იმისდა მიხედვით იცვლება, ებრძვის თუ არა ორგანიზმი ინფექციას, გამოწვეულს ვირუსით ან ბაქტერიით. მოგეხსენებათ, რესპირატორული დაავადებები დღეს ფართოდ გავრცელებულია. პაციენტთა

უმრავლესობას (თითქმის 75 %-ს), როგორც წესი, ანტიბიოტიკებს უნიშნავენ. არა და მათ დიდ ნაწილს ვირუსული ინფექცია აღენიშნება ხოლმე, ნაცვლად ბაქტერიულისა.

ახალი ტესტი უკვე 300-ზე მეტ პაციენტთან გამოსცადეს. ეს პაციენტები დაავადებულნი იყვნენ გრიპის ვირუსით, რინოვირუსით, სტრეპტოკოკებითა და სხვა მიკროორგანიზმებით. აღნიშნული ტესტის წყალობით კვლევის ავტორებმა დიდი სიზუსტით (87 %) შეძლეს დაავადების გამომწვევი კონკრეტული აგენტების გამოვლენა.
მაღალი სიზუსტით გამორჩეული ამ ახალი ტესტის დანერგვა პრაქტიკაში თავიდან აგვაცილებს ანტიბიოტიკების გაუმართლებელ დანიშვნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეპარატებისადმი რეზისტენტული (გამძლე) ბაქტერიული შტამების გავრცელების კუთხით.

დღეს მეცნიერები მუშაობენ ისეთი ტესტის შექმნაზე, რომელიც რესპირატორული დაავადების გამომწვევის განსაზღვრას ერთ საათში გახდის შესაძლებელს.

თინათინ გოცაძეскачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი