დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
მკერდის კიბოს ადრეული ნიშნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს...
10 ბუნებრივი საშუალება თქვენი არტერიების გასაწმენდად და გულის...
რომელი კატეგორია მოგწონთ

რა არის ასკარიდოზი და რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ეს ჭიები

11 янв 2017, 19:22, admin
რა არის ასკარიდოზი და რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ეს ჭიები
loading...
იმ ჭიებს შორის, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში სახლდებიან და მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასკარიდაა.
ასკარიდოზი-ჰელმინთოზი ხასიათდება ადამიანის ორგანიზმში ლარვების მიგრაციით, რის შედეგადაც ნაწლავში ვითარდება მომწიფებული ჭია, რაც კლინიკურად ალერგიითა და აბდომინალური სინდრომით გამოიხატება.

მისი გამომწვევია ასკარიდა (Ascaris lumbricoides). ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის ფაზას (ინვაზიის პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს. ასკარიდას სიგრძე (მდედრ) 20-40 სმ, ხოლო მამრობითის - 15-25 სმ.-ია.

დასნებოვნება ხდება პარაზიტის კვერცხების გადაყლაპვისას. ლარვების ადგილობრივი მოქმედება ნაწლავის ლორწოვანზე გამოიხატება ხაოების დაშლით, ლორწოს უხვი გამოყოფით. აღინიშნება ტოქსიკურ-ალერგიული მოქმედება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება. მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ბავშვებში. პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს.

ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია უმადობა (იშვიათად - ბულიმია), გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება, მეხსიერების დაქვეითება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. გართულებები ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს. გართულებებიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების დახშობა, ნაწლავის პერფორაცია, რომელიც პერიტონიტით მთავრდება, ნაწლავის სანათურის დახშობით განპირობებული გაუვალობა, რომელიც ტკივილით, ღებინებით, ყაბზობით მიმდინარეობს, ღვიძლის ასკარიდოზი, ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა, რაც რთულდება სეფსისითა და ჩირქოვანი აბსცესით, პანკრეასის სადინარის დახშობა, რასაც მწვავე პანკრეატიტი მოჰყვება.

ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის ფაზას (ინვაზიის პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს.

მიგრაციის ფაზას ახასიათებს საერთო სისუსტე,
ქავილი და გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლისა და გულმკერდის არეში, სუბფებრილური (38-მდე) ან მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ხველა და ნახველის (ზოგჯერ - სისხლიანის) გამოყოფა, ქოშინი, დიარეა. ღვიძლი გადიდებულია, ენა - შელესილი, პულსი - აჩქარებული. ფილტვებში სველი ხიხინი ისმის, ხოლო რენტგენოგრამაზე ჩანს მკაფიოდ გამოხატული ბრონქოპნევმონიის კერები. ნახველში შეიძლება ლარვების აღმოჩენა. სისხლში აღინიშნება მკვეთრი ეოზინოფილია, მომატებულია ერითროციტების დალექვის სიჩქარე, მცირე ლეიკოციტოზი.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის, კლინიკური სურათის (ქავილი, გამონაყარი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს.

მკურნალობა
საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს). სამკურნალოდ გამოიყენება ანტიჰელმინთური პრეპარატები. რა თქმა უნდა, პრეპერატებს ნიშნავს ექიმი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით. პრეპარატების ეფექტურობა 80-100%-ია. მათი გამოყენების უკუჩვენება - ორსულობაა. საკონტროლო გამოკვლევა ტარდება 1 თვის შემდეგ.

პროფილაქტიკა
ასკარიდოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფისა და მატარებლის გამოვლენასა და დეჰელმინთიზაციას, ნიადაგის, წყლის დაცვას ადამიანის განავლისა და ცხოველების გადაუმუშავებელი ნაკელისგან, სურსათის (ხორცის, თევზის, ხილისა და მწვანილის) თერმულ დამუშავებას, გადამტანი მწერების, მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი