დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
10 პროდუქტი რომელიც გაგიწმინდავთ არტერიებს და დაგიცავთ გულის...
დაამზადეთ სახის კრემი სახლის პირობებში თქვენი კანის ტიპის მიხედვით...
რჩევები
გაწუხებთ მხედველობის პრობლემები? სამუდამოთ განთავისუფლდით მისგან...
ჩამოშვებული და დეფორმირებული მკერდის 5 მთავარი გამომწვევი მიზეზი...
რომელი კატეგორია მოგწონთ

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა რეალური გახდეს

11 янв 2017, 19:01, admin
კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა რეალური გახდეს
Загрузка...
მაინცის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა წარმატებულად გამოსცადეს. ის უკვე დაიტესტა თაგვებსა და მოხალისეების მცირე ჯგუფზე. კვლევა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ვაქცინაციამ გაააქტიურა იმუნური სისტემა და სიმსივნესთან ბრძოლა. ამასთან, სიმსივნეს ლოკალიზაციას მნიშვნელობა არ აქვს. ვარაუდობენ, რომ ასეთ ვაქცინას კიბოთი დაავადებულ ადამიანებს გაუკეთებენ. თითოეული პაციენტისთვის ვაქცინა იდივიდუალურად შეიქმნება დაავადებულის სიმსივნის უჯრედებიდან აღებული რნმ-ის გამოყენებით.

ასეთი ვაქცინის დამზადება ძალიან სწრაფად მოხდება და ფასიც არ იქნება მაღალი. ახალი მეთოდიკა შეიძლება პაციენტის იმუნური უჯრედების მოდიფიკაციის ალტერნატივა გახდეს, რომელიც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მეცნიერებმა წარმატებულად გამოსცადეს ვაქცინა თაგვებზე. ერთი ინექცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ ორგანიზმი შებრძოლებოდა აგრესიულად მზარდ სიმსივნეს. ვაქცინა ასევე გაუკეთდა მელანომით დაავადებულ სამ პაციენტს.

ჯერჯერობით ეს კლინიკური კვლევის პირველი ეტაპია, რომლის მიმდინარეობისას ირკვევა ვაქცინის უსაფრთხოება და არა მისი ეფექტურობა. მკვლევარებმა უკვე დაადგინეს, რომ ვაქცინას პაციენტები კარგად იტანენ, მაგრამ დაკვირვება კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.

ლალი ჩხიკვაძეскачать dle 10.5фильмы бесплатно
იხილეთ ვიდეო
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ "ADD EXTENSION"-ს
loading...
Загрузка...
გააკეთეთ კომენტარი