დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
მკერდის კიბოს ადრეული ნიშნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს...
10 ბუნებრივი საშუალება თქვენი არტერიების გასაწმენდად და გულის...
რომელი კატეგორია მოგწონთ

რუსი მკვლევარები ალერგიის საწინააღმდეგო უნიკალურ პრეპარატზე მუშაობენ

10 янв 2017, 20:48, admin
რუსი მკვლევარები ალერგიის საწინააღმდეგო უნიკალურ პრეპარატზე მუშაობენ
loading...
დღეს არსებული სტატისტიკით მსოფლიოში ყოველ მეოთხე პირს ალერგია აღენიშნება. ალერგია ზოგჯერ ზრდასრულ ასაკში უეცრად ვლინდება ხოლმე სხვადასხვა რეაქციით. ის მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პრობლემაა.

ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ მალე მათი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომის წყალობით შეიქმნება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ეს იქნება პირველი რეალური საშუალება ალერგიის წინააღმდეგ, რომელიც არ იქნება მიმართული მხოლოდ სიმპტომთა ალაგებაზე. პრეპარატის საფუძველს ქმნის მცენარე იონჯა, უფრო სწორად მისგან გამოყოფილი პოლისაქარიდები.

საზოგადოდ, ალერგიული რეაქცია ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემის T-უჯრედები გარკვეულ ნივთიერებაზე (ალერგენზე) რეაგირებენ და პროვოცირებას უწევენ ძლიერ ანთებით რეაქციას. ადამიანის ორგანიზმში არსებობს T-ლიმფოციტები, რომლებიც პასუხს აგებენ გაძლიერებულ იმუნურ პასუხზე. T-ხელპერები 1 (Th1) უზრუნველყოფენ უჯრედული იმუნური პასუხის განვითარებას, ხოლო T-ხელპერები 2 (Th2) იწვევენ ჰუმორულ იმუნურ პასუხს. Th2 წარმოქმნიან ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ პირდაპირი კავშირი ალერგიისა და ასთმის ნეგატიურ სიმპტომებთან. როდესაც ალერგენი ხვდება ორგანიზმში "გამოუცდელი" ლიმფოციტები (T-უჯრედები, რომლებსაც ჯერ არ უნახავთ, არ ჰქონიათ შეხება უცხო ანტიგენებთან) გარდაიქმნება Th2 უჯრედებად. შედეგად ვითარდება ალერგიული რეაქცია.

ალერგიის სიმპტომთა საწინააღმდეგო
პრეპარატები, ჩვეულებრივ, H1 ჰისტამინურ რეცეპტორებზე ზემოქმედებს. ახალი პრეპარატი კი, როგორც ციმბირის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევართა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქსენია როვკინა აცხადებს, მიმართულია იმუნური პასუხის Th1-უჯრედების მიმართულებით დაბალანსებაზე. ახალი მედიკამენტი გამოვა აბებისა და კაფსულების სახით, შეიქმნება აგრეთვე სპეციალური სამკურნალო ფორმა ბავშვებისათვის.
ამჟამად მკვლევარები ახალი მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიის ოპტიმიზაციით არიან დაკავებულნი. მუშაობენ აგრეთვე პრეპარატის ტოქსიკურობის განსაზღვრისა და ნეიტრალური დამხმარე კომპონენტების შერჩევის მიმართულებით.

თინათინ გოცაძეскачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი