დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
მკერდის კიბოს ადრეული ნიშნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს...
10 ბუნებრივი საშუალება თქვენი არტერიების გასაწმენდად და გულის...
რომელი კატეგორია მოგწონთ

როდის ხდება სპერმა მოწითალო

10 янв 2017, 19:31, admin
როდის ხდება სპერმა მოწითალო
loading...
სპერმაში სისხლის არსებობას ჰემოსპერმიას უწოდებენ. იგი უხშირესად კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული უროლოგიური დაავადებების (მაგალითად, პროსტატიტის, ეპიდიდიმიტის, ვეზიკულიტის, პროსტატის ადენომის, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების, შარდის ბუშტის დაავადებების და სხვ.) სიმპტომიც, ამიტომ აუცილებელია უროლოგთან ვიზიტი და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. ჰემოსპერმია შეიძლება იყოს ორგვარი: ჭეშმარიტი და ცრუ.

ჭეშმარიტი ჰემოსპერმია ცრუსთან შედარებით უფრო საშიშია. ამ დროს სპერმას აქვს მუქი წითელი ან თითქმის შოკოლადის ფერი. სისხლი შეიძლება სპერმას შეერიოს რამდენიმე გზით - პროსტატიდან, სათესლე პარკიდან, შარდასდენი არხიდან, თესლის გამომტანი არხიდან და ა.შ. ამგვარად, ჭეშმარიტი
ჰემოსპერმია შეიძლება იყოს წინამდებარე ჯირკვლის, სათესლე პარკის ან შარდის ბუშტის ანთების ნიშანი. მოხუცებულთა ასაკში ჰემოსპერმია უფრო სერიოზული დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს.

ცრუ ჰემოსპერმიის დროს სპერმაში სისხლი ხვდება შარსადენი არხიდან. იგი ალისფერია და ბოლომდე ვერ ასწრებს შერევას ეაკულატთან (შეიმჩნევა ძაფისებრი კოლტები). მისი მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა და ურეთრის დაავადება. დიაგნოსტირებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს უროლოგს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი