დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
მკერდის კიბოს ადრეული ნიშნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს...
10 ბუნებრივი საშუალება თქვენი არტერიების გასაწმენდად და გულის...
რომელი კატეგორია მოგწონთ

ულის შოვნის მეთოდები იუპიტერის განლაგებით - იუპიტერი ჰაერის სტიქიის ნიშნებში

08 янв 2017, 22:40, admin
ულის შოვნის მეთოდები იუპიტერის განლაგებით - იუპიტერი ჰაერის სტიქიის ნიშნებში
loading...
ფინანსურ კეთილდღეობასა და ზოგადად წარმატებაზე, ადამიანის რუკაში პლანეტა იუპიტერი აგებს პასუხს. თუ იგი ჰარმონიულ ასპექტებს ფლობს, ამასთანავე ცეცხლის ან წყლის სტიქიაშია განლაგებული (იუპიტერი ხომ მშვილდოსნისა და თევზების მფარველია; შესაბამისად, იგი ყველაზე მყუდროდ ამ ნიშნების მონათესავე სტიქიებში გრძნობს) იგი მფლობელს გაცილებით მარტივი გზებით ჰპირდება ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული სფეროები, რომელიც თქვენი იუპიტერის მიხედვით შეგიძლიათ აითვისოთ და ამ მეთოდით საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოიმუშაოთ... საამისოდ მხოლოდ იმის ცოდნა დაგჭირდებათ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოში ბრძანდება თქვენი დაბადების რუკაზე პლანეტა იუპიტერი...


იუპიტერი ჰაერის სტიქიის ნიშნებში



იუპიტერი ტყუპში

ამგვარი ადამიანისთვის საუკეთესო სფერო პროფესიული რეალიზაციის კუთხით, პედაგოგიური მოღვაწეობაა. მას შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ყველგან დაწყებული სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდით, დამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში ლექტორობით. გარდა ამისა, ასეთი ხალხი შესანიშნავად "კურირებს" სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. თქვენთვის მეტ-ნაკლებად მომგებიანია ასევე მანქანებით ვაჭრობა ან მობილურ-საკომუნიკაციო ტექნიკის ბიზნესი. გარდა ამისა, შესაძლოა ამგვარი იუპიტერის პატრონმა თავი ჟურნალისტიკაში, მთარგმნელობით საქმიანობაში ან საგამომცემლო სფეროშიც მოსინჯოს.



იუპიტერი სასწორში

იუპიტერის ამგვარი მდებარეობის მქონე ხალხს დახვეწილი გემოვნება და თანდაყოლილი სტილის შეგრძნება გააჩნიათ. მათ იზიდავს ყველაფერი ლამაზი, ჰარმონიული და ორიგინალური. ეს ადამიანები სილამაზის დიდი დამფასებლები არიან, რაც არამარტო სულიერ საზრდოს აძლევს მათ, არამედ საფულის შესავსებადაც არანაკლებ მომგებიანი გზაა. ამიტომ ასტროლოგები იუპიტერის ამგვარი მდებარეობის მქონე ხალხს სახელოვნებო სფეროში ურჩევენ მოღვაწეობას. მათი საქმიანობა შეიძლება იყოს – სამუზეუმო საქმე, სხვადასხვა სახის გამოფენების ორგანიზება, თეატრი ან თეატრმცოდნეობა. ამ ხალხისგან შესანიშნავი არტ-დილერები და იმპრესარიოები გამოდიან. მათთვის ასევე მომგებიანია დიზაინ-სტუდიებსა და არქიტექტურულ ფირმებში მუშაობა. კიდევ ერთი მომგებიანი სფერო ფინანსური კუთხით კი შეიძლება იყოს სილამაზის სალონების ქსელი, ტატუირება ან მაკიაჟის ხელოვნება.



იუპიტერი მერწყულში


ადამიანებს, რომელთაც პირად რუკაში იუპიტერის ამგვარი განლაგება აქვს, თამამად შეუძლიათ ფსონი თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ინოვაციურ პროექტებსა და ულტრა-მოდური სამოსის წარმოება-რეალიზაციის საქმეზე დადონ. ასეთი ხალხი როგორც წესი, შესანიშნავად ითვისებს უახლეს ტექნიკას და ნებისმიერი სირთული მექანიზმს მარტივად უღებს ალღოს. მათგან გამოდიან შესანიშნავი მკვლევარები და მეცნიერ თანამშრომლები, კარგი კრიმინალისტები და აიტი-სპეციალისტები. ინტერნეტ-კომუნიკაცია ეს ის სფეროა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერწყულში განლაგებული იუპიტერის მშობლიური სფეროა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი