დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
მკერდის კიბოს ადრეული ნიშნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს...
10 ბუნებრივი საშუალება თქვენი არტერიების გასაწმენდად და გულის...
რომელი კატეგორია მოგწონთ

სიმაღლეში ზრდის ხალხური რეცეპტები

05 янв 2017, 22:37, admin
სიმაღლეში ზრდის ხალხური რეცეპტები
loading...
ბავშვის სიმაღლე ირეკლავს მის ასაკს და ფიზიკურ განვითარებას. იმ შემთხვევაში, თუ შეინიშნება ზრდაში ჩამორჩენა, საჭიროა დროულად და შეძლებისდაგვარად იქნეს აღმოფხვრილი ის ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ბავშვის ზრდა-განვითარების გაუარესებაზე.

ამ ფაქტორებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს:

• მემკვიდრეობითობა (გენეტიკური ფაქტორი);

• ჰორმონული ბალანსი (ძვლის ზრდაზე პასუხისმგებელია ეგრეთ წოდებული ზრდის ჰორმონი, რომელსაც წარმოქნის თავის ტვინში მდებარე პატარა ჯირკვალი - ჰიპოფიზი. ზრდის ჰორმონის სომატოტროპინის ნაკლებობა იწვევს ზრდის შეფერხებას);

• ქრონიკული დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, კუჭნაწლავის ტრაქტის დარღვევა, ხშირი ბრონქული დაავადებები, გულის მანკი, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა და სხვა...)

• არასრულფასოვანი კვება (ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილების ნაკლებობა და სხვა);

• ძილის ნაკლებობა;

• ფსიქოლოგიური ფაქტორი;

• ფიზიკური პასიურობა (საჭიროა ზომიერი ფიზიკური აქტიურობა: კარგია ცურვა, ტანვარჯიში, კალათბურთი, ფრენბურთი);

სიმაღლეში ზრდის შესაძლო მეთოდები უკვე მიმოვიხილეთ სტატიებში ადამიანის სიმაღლის შესახებ, ამიტომ აქ გთავაზობთ სიმაღლეში ზრდის ხალხურ რეცეპტებს. რახან ამ რეცეპტებმა ჩვენამდე მოაღწია, სავარაუდოდ აქვთ კიდეც ეფექტური შედეგები:


რეცეპტები


სიმაღლეში ზრდის ხალხური მეთოდები»» ორ ჭიქა თბილ, მოუხდელ რძეში გახსენით ერთი ცალი ახალი კვერცხი (უმჯობესია სოფლის) და კარგად აურიეთ. მიღებული ნაღები უნდა მიიღოთ სამჯერ დღეში.

»» ერთი სუფრის კოვზი სელის ზეთი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი ან ერთი საათით ადრე (სელის ზეთი შეიცავს ძალიან სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს - ომეგა-3 და ომეგა-6. მისი შეძენა შეიძლება აფთიაქებში და სუპერმარკეტებში).

»» მანჯურიული არალიას ნაყენი - 20 წვეთი 2-ჯერ დღეში, შესაძლებელია მიიღოთ წყალთან ერთად. (არალიას ნაყენი იყიდება აფთიაქებში).

»» 120 გრამ მარწყვაბალახას - (Potentilla alba / Лапчатка белая) დაასხით ერთი ლიტრი სპირტი. გააჩერეთ ერთი დღე. მიიღეთ 30 წვეთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსი შეადგენს 30 დღეს, რის შემდეგაც საჭიროა პაუზა - ერთი კვირა, შემდეგ კი კურსის გამეორება.

ეს რეცეპტი ეფექტურია არა მხოლოდ სიმაღლეში ზრდისთვის, არამედ წარმოადგენს ბრწყინვალე საშუალებას ფარისებრი ჯირკვლის ნორმის შენარჩუნებისთვის. (Potentilla alba / Лапчатка белая) - უნდა იყოს აფთიაქებში, თუ არა, გამოიწერთ ინტერნეტით, მიზერულ ფასად).

»» ელეუტეროკოკის ექსტრაქტი - შესანიშნავი საშუალებაა სიმაღლეში ზრდისთვის. მიიღეთ 25 წვეთი დღეში 2-3-ჯერ. (ელეუტეროკოკის ექსტრაქტი იყიდება აფიაქებში. ელეუტეროკოკის ნაყენის დამზადება შეიძლება ინდივიდუალურადაც, მისი ბალახის სპირტზე დაყენებით).

»» დააქუცმაცეთ 20-30 ცალი ასკილის ნაყოფი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დადგით ბნელ ადგილზე ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული ჭარხლის წვენი, ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილოს წვენი, 2 ცალი გაწურული ლიმონი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ერთი ჭიქა მიღებული ნაყენი დალიეთ დილით, გაღვიძებისთანავე შემდეგ ყოველ საათში ერთხელ (თითო ჭიქა).

დალიეთ თვეში ერთხელ, შემდეგ შეისვენეთ სამი თვე და კვლავ გაიმეორეთ და ა.შ... შეგიძლიათ გაიმეოროთ რამდენი ხანიც გნებავთ, იგივე პრინციპით.

»» მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი თევზის ქონი სამჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში. შემდეგ საჭიროა ორი კვირა შესვენება და კურსის გამეორება.

»» ორი სუფრის კოვზ ორკბილას ბალახს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. შეფუთეთ და დადგით ნახევარი საათი ბნელ ადგილზე. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და მიიღეთ 3-ჯერ დღეში. (ორკბილას ბალახის შეძენა შეიძლება აფთიაქებში).

»» ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ოროვანდის ნაყენს დაასხით ადუღებული წყალი. შეფუთეთ და დადგით ბნელ ადგილას ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და მიიღეთ ცხელი სახით (შეგიძლიათ წამოადუღოთ ნელ ცეცხლზე) ჭიქის მესამედი 3-ჯერ დღეში. (ოროვანდის ფესვების შეძენა შეიძლება აფთიაქებში).

»» 15 გრამ ბაღის პიტნას დაასხით 100მლ სპირტი და დადგით ბნელ ადგილას 5 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენის 15-20 წვეთი 3-ჯერ დღეში.

»» ხალხური მეთოდებიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ სიმაღლეში ჩამორჩენას კურნავს და ზრდას ხელს უწყობს: ალუბალი, ასკილის სიროფი, შავნაყოფიანი ცირცელი, წითელი მოცვი, აგრეთვე ფუტკრის სადედე რძე (იყიდება აფთიაქებში კაფსულების სახით).


აუცილებელი პირობა


სიმაღლეში ზრდის აუცილებელი პირობააქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ არანაირი რეცეპტი, პრეპარატი თუ ოპერაცია სრულ და თვალსაჩინო შედეგს ვერ გამოიღებს, თუ ბავშვს (და არა მარტო ბავშვს, ზოგადად ყველას) არა აქვს სწორი, გამართული ტანადობა.

გამართული ტანადობისთვის საჭიროა ბავშვი პატარაობიდანვე მიეჩვიოს ტანის სწორად დაჭერას და გამართულ სიარულს.

ამისთვის დიდი ყურადღება მართებს არა მხოლოდ მშობელს, არამედ ყველას, ვისაც გარკვეულ ეტაპზე უხდება ბავშვთან ურთიერთობა (ნათესავებს., მასწავლებლებს, მწვრთნელებს და ა.შ)

თუ ტანადობასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები, აქ მოყვანილია მარტივი რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ძალუძს ნებისმიერ ადამიანს. მთავრია მხოლოდ სურვილი, მოინდომება და ჩვევის გამომუშავება.

თქვენ დაგჭირდებათ:

- ღერძი (ტურნიკი);

- სავარჯიშო ხალიჩა;

- მოხერხებული სპორტული ტანსაცმელი;

1 ჩამოეკიდეთ ღერძზე დღეში რამოდენიმეჯერ. დაიწყეთ 15-20 წამიდან და თანდათანობით აიყვანეთ დრო 2-3 წუთამდე. ეფექტი მოიმატებს, თუ ფეხებზე მოიბამთ ტვირთს - დაიწყებთ 3 კგ-დან და ახვალთ 7 კგ-მდე.

ამ პროცესის დროს მოადუნეთ ზურგის კუნთები. ფეხები იქნიეთ სხვადასხვა მიმართულებით.

2 იარეთ საცურაო აუზზე. ცურვა შესანიშნავად ავარჯიშებს ზურგის კუნთებს.

როცა ცურავთ, ხელები მოუსვით რაც შეიძლება შორს, თითქოს გსურთ რამეს მიწვდეთ. ეს ძალიან ეფექტური ვარჯიშია სიმაღლეში გასაზრდელად.

3 დახაზეთ კედელზე რამე ნიშანი, რომელიც რამდენადმე მაღალია თქვენს სიმაღლეზე. შემდეგ კი ნახტომით ეცადეთ მას მიწვდეთ - 5-10 წუთის განმავლობაში.

გააკეთეთ ეს დღეში 2-3 ჯერ.

4 მინიმუმ დღეში ერთხელ, ირბინეთ სუფთა ჰაერზე. სირბილისთვის აირჩიეთ გორაკიანი მიდამო. ადით გორაკზე და დაეშვით უფრო მაღალი სისწრაფით.

სირბილის პერიოდში გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ.

5 გაამაგრეთ ზურგის და მუცლის კუნთები. ეს დაგეხმარებათ, რომ ხერხემალი სწორ მდგომარეობაში იყოს. დაწექით ზურგზე და რიგრიგობით მაღლა ასწიეთ ფეხები (ჯერ ერთი, შემდეგ მეორე), რაც შეიძლება მაღლა. შეეცადეთ, რომ ფეხები მუხლებში არ მოხაროთ.

შემდეგ გააკეთეთ იგივე, ოღონდ ფეხებთან ერთად ასწიეთ ხელებიც, ამოზნიქეთ მუცელი და შეეცადეთ თითის წვერებით მისწვდეთ ფეხებს. ორივე სავარჯიშო შეასრულეთ 5-10 წუთის განმავლობაში.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი