დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
მკერდის კიბოს ადრეული ნიშნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს...
10 ბუნებრივი საშუალება თქვენი არტერიების გასაწმენდად და გულის...
რომელი კატეგორია მოგწონთ

თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი

03 янв 2017, 12:39, admin
თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი
loading...
თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ვირუსების გავრცელების მაჩვენებლით, სეზონზე პიკი გასული წლის დეკემბერში (50-ე კვირაში) დაფიქსირდა და ერთი პიკი გადავლილია. მომდევნო მატება კი სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში არის მოსალოდნელი, თუმცა, პაატა იმნაძის განმარტებით, შემთხვევები იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო დეკემბერში.

რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, პაატა იმნაძის მტკიცებით, ”არაფერი განსაკუთრებული არ ხდება” და ვითარება ზამთრისათვის დამახასიათებელია.
ამ ეტაპზე, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის H3 ვირუსი, დაფიქსირდა B ტიპის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა, ასევე გავრცელებულია სხვა, გაციების ვირუსებიც.

პაატა იმნაძე დაავადებულ მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.

”თუ ბავშვს სიცხე აქვს ერთ დღეზე მეტი 38.5 გრადუსი და მეტი, აუცილებლად ექიმმა უნდა ნახოს, მოზრდილს თუ ტემპერატურა 38.5-ზე მეტი აქვს, ასევე აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა. პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა ნახოს ექიმმა, თუ მას სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, ან ნახველში სისხლი გამოერევა”, - განმარტა პაატა იმნაძემ.
ინტერპრესნიუსიскачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი