დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
მკერდის კიბოს ადრეული ნიშნები, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს...
10 ბუნებრივი საშუალება თქვენი არტერიების გასაწმენდად და გულის...
რომელი კატეგორია მოგწონთ

სახალისო ტესტი - რა გელით 2017 წელში?

31 дек 2016, 17:40, admin
სახალისო ტესტი - რა გელით 2017 წელში?
loading...
ჩვენი საიტის მკითხველები სხვადასხვა ტიპის ტესტების დიდი მოყვარულები არიან. შესაბამისად, პერიოდულად ვცდილობთ გავანებივროთ ისინი ამგვარი ტიპის მასალებით. დღეს მინდა ცოტათი სახალისო, თუმცა, საკმაოდ საინტერესო ტესტი შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ რა გელით 2017 წელს.
ტესტის დაწყებამდე პირველ რიგში მოიმარჯვეთ საწერ-კალამი და ფურცელი, რათა თქვენი პასუხები მოინიშნოთ მასზე. ეს პასუხები კი საბოლოო რეზულტატის გაგებაში დაგეხმარებათ.


1. აირჩიეთ ფერი - ყვითელი, ცისფერი, წითელი, მწვანე, შავი;

2. რა არის თქვენი სახელის პირველი ასო;

3. თვე რომელში დაიბადეთ;

4. შავი თუ თეთრი?

5. დაასახელეთ ვინმე თქვენივე ახლო გარემოცვიდან, ოღონდ აუცილებლად მდედრობითი სქესის ადამიანი.

6. თქვენი საყვარელი ციფრი;

7. რა უფრო მოგწონთ დინამიკაში - სიარული თუ ფრენა?

8. ტბა თუ ოკეანე?



ახლა კი პასუხებს გადახედეთ:

❖ არჩეული ფერი:

ყვითელი – თანამგრძნობი ადამიანი ხართ. სხვების დამშვიდება მარტივად შეგიძლიათ.
ცისფერი - იმპულსური და ფიცხი ხართ. ითხოვთ სიყვარულს და ამ სიყვარულის დამტკიცებას.
წითელი - ენერგიული და აქტიური ხართ. მუდმივად გახვევიათ გარს მეგობრები.
მწვანე - მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. ვერ იტანთ აგრესიას.
შავი - საკმაოდ შემტევი და ცოტა აგრესიული ხასიათი გაქვთ. ბუნებით კონსერვატორი.

❖ სახელის პირველი ასო:

ა-კ მეგობრობა და სიყვარულია თქვენი პრიორიტეტი.
ლ-რ ელოდეთ მოულოდნელ ცვლილებას პირად ცხოვრებაში.
ს-ჰ სიყვარულში გამართლება გექნებათ

❖ დაბადების თვე:
იანვარი-მარტი კარგი წელი გელით. მოულოდნელი სიყვარული.
აპრილი-ივნისი მოკლევადიანი და ვნებიანი ნაცნობობა გელით.
ივლისი-სექტემბერი დიდ ცვლილებებს ელოდეთ. წელიწადი კრიზისულია.
ოქტომბერი-დეკემბერი გელით სირთულეები პირად ცხოვრებაში. დაშორების შემდეგ ახალი სიყვარული მოვა.

❖ არჩეული ფერი
შავი - წინ სირთულეები და ცვლილებებია. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ გამოსავალი არ ჩანს. თუმცა, მალე დარწმუნდებით, რომ სიტუაცია მხოლოდ უკეთესობისკენ იცვლება.
თეთრი - გყავთ მეგობარი, რომელიც გასაოცარ მსხვერპლსა და სიმამაცეზეა წამსვლელი თქვენი გულისთვის. თუმცა, ამის წარმოდგენა ალბათ გაგიჭირდებათ. იქნებ ვერც ხვდებით როგორ უყვარხართ მას.

❖ ადამიანი, რომელიც დაასახელეთ - თქვენი საუკეთესო მეგობარია.

❖ რიცხვი, რომელიც დაასახელეთ ნამდვილი მეგობრების რაოდენობაა თქვენ გარშემო

❖ თუკი სიარული მოგწონთ - ვერ იტანთ ცვლილებებს.
თუკი ფრენა გხიბლავთ - სიახლეების გიჟი ხართ.

❖ თუ ტბა აირჩიეთ - ერთგული ხართ საყვარელი ადამიანების და მეგობრების მიმართ.
თუ ოკეანეა თქვენი არჩევანი - არაპროგნოზირებადი, თუმცა საოცრად ქარიზმატული პიროვნება ხართ.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი