დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
10 პროდუქტი რომელიც გაგიწმინდავთ არტერიებს და დაგიცავთ გულის...
დაამზადეთ სახის კრემი სახლის პირობებში თქვენი კანის ტიპის მიხედვით...
რჩევები
გაწუხებთ მხედველობის პრობლემები? სამუდამოთ განთავისუფლდით მისგან...
ჩამოშვებული და დეფორმირებული მკერდის 5 მთავარი გამომწვევი მიზეზი...
რომელი კატეგორია მოგწონთ

ექიმები სველი ხელსახოცების წინააღმდეგ - გაფრთხილება მშობლებს!

01 ноя 2016, 18:20, mari
ექიმები სველი ხელსახოცების წინააღმდეგ - გაფრთხილება მშობლებს!
Загрузка...
სველი ხელსახოცები მართლაც ძალიან პრაქტიკული რამაა და ხშირად იყენებენ მას დედები, თუმცა ექიმები გვაფრთხილებენ, რომ მისი აქტიური გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ და ის იყოს მხოლოდ დამხმარე საშუალება გამოუვალი მდგომარეობების დროს. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კარგად უნდა შევარჩიოთ და დავაკვირდეთ მის შემადგენლობას.

მიზეზი გახლავთ კანის გაღიზიანება, რომელსაც მსგავსი ხელსახოცები იწვევენ. NBC NEWS-ზე მომზადდა ვრცელი რეპორტაჟი მსგავსი საშუალებების შესახებ, სადაც ექიმებმა აღნიშნეს, რომ სველი ხელსახოცები აღიზიანებს ბავშვების კანს და მისი გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. ბევრ ბავშვს განუვითარდა ალერგიული რეაქცია, რისი მიზეზიც სწორედ სველი ხელსახოცები
აღმოჩნდა. კვლევები რამდენიმე ქალაქში ჩატარდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა არც ისე დიდი ხნის წინ გამოთქმული ვარაუდი, რომ სველ ხელსახოცში გამოყენებული სითხე, რომლის შემადგენლობაშიც მეთილიზოთიაზოლინი შედის, მთავარი "დამნაშავეა" ამ საკითხში. მეთილიზოთიაზოლინი შედის ძალიან ბევრი ბრენდის მიერ წარმოებულ ხელსახოცებში, მათ შორის Johnson & Johnson, Cottonelle, Huggies და სხვ.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ სველი ხელსახოცები, რომელთა შემადგენლობაშიც მეთილიზოთიაზოლინი შედის. უმჯობესია გამოიყენოთ ნაჭრის ხელსახოცები, რომელიც ბუნებრივი საშუალებებით არის დამზადებული და ზიანს არ მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობას.
განსაკუთრებით სახიფათოა ასეთი ხელსახოცების აქტიური ხმარება ჩვილ ბავშვებთან, რომლებსაც შეიძლება სერიოზული ალერგიული ფონი ჩამოუყალიბდეთ.
ამიტომ ჯობს დაიცვათ უსაფრთხოების ზომები და რაც არ უნდა უვნებელი და მაღალი ხარისხის სველი ხელსახოცი შეიძინოთ, მაქსიმალურად იშვიათად გამოიყენეთ. ბავშვს ხელები და პირი წყლით დაბანეთ, როცა მოისაქმებს, თბილი წყლით ჩაბანეთ. სველი ხელსახოცები გამოიყენეთ მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში - როცა ქუჩაში ხართ ან როცა რაღაც მიზეზების გამო ვერ ასუფთავებთ ბავშვს სათანადოდ. ნუ გადაამეტებთ მის მოხმარებას.скачать dle 10.5фильмы бесплатно
იხილეთ ვიდეო
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ "ADD EXTENSION"-ს
loading...
Загрузка...
გააკეთეთ კომენტარი