დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

გამომცხვარი კარტოფილი ხორცით- შესანიშნავი იდეა სადილისთვის

04 дек 2016, 18:39, admin
გამომცხვარი კარტოფილი ხორცით- შესანიშნავი იდეა სადილისთვის
loading...
მოამზადეთ ეს უგემრიელესი და ნოყიერი კერძი სადილისთვის- რეცეპტი საკმაოდ მარტივია.

ინგრედიენტები:
– 500 გ ღორის ხორცი
– 200 მლ ნაღები
– 8 ც. კარტოფილი
– 3 კბილი ნიორი
– 100 გ ნაღების კარაქი
– 0,5 კონა კამა
– 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
– შეურიეთ ერთმანეთს მარილი, შავი პილპილი და 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. მიღებული ნარევი ხორცის ნაჭრებს წაუსვით. ხორცის ნაჭრებს პატარა რულეტების ფორმა მიეცით.
– კარტოფილი გაფცქვენით და თხელ ნაჭრებად დაჭერით.
– ცხობის ფორმას მზესუმზირის ზეთი წაუსვით, მასში კარტოფილი და ხორცი გადაიტანეთ, მოაყარეთ პროდუქტებს მარილი.
– გამოაცხვეთ კერძი 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. 20 წუთის შემდეგ, კერძს ნაღები დაასხით და მოამზადეთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში.
– რბილ ნაღების კარაქს შეურიეთ დაქუცმაცებული კამა და დარჩენილი დაქუცმაცებული ნიორი.
– მზა კერძი ამ სოუსით მიირთვით. უგემრიელესია!скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი