დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

ბაბა განუში.

18 ноя 2016, 23:41, giorgi
ბაბა განუში.
loading...
მისტიკური ბაბა განუში შუა აღმოსავლეთიდან კერძოდ არაბეთიდან. ქვემოთ მოცემულია მისი მომზადების მარტივი რეცეპტი. მზადდება 45 წუთში და გასაცივებლად საჭიროა 3 საათი. ეს დრო საჭიროა იმისათვის, რომ მიიღოთ დაუვიწყარი გემო და არომატი.

ინგრედიენტები:
1 ცალი საშუალო/დიდი ზომის ბადრიჯანი.
1/4 ჭიქა ტაჰინი.
1/4 ჭიქა ლიმონის წვენი.
2 კბილი ნიორი.
2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები/ქუნჯუთი.
1 მთელი 1/2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
მარილი და წიწაკა გემოვნებით.


მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. მოუსვით ცოტაოდენი ცხიმი საცხობ ლანგარს.

2. დადეთ ბადრიჯანი(კანგაუცლელი) ლანგარზე და დაჩხვლიტეთ ჩანგლით. 30-40 წუთის განმავლობაში გქონდეთ ის ღუმელში, დროგამოშვებით გადააბრუნეთ, სანამ არ დარბილდება. ამასობაში თხლად დაჭერით 2 კბილი ნიორი.

3. დიდი ზომის თასში ჩაასხით ცივი წყალი. ცოტახნით მოათავსეთ მასში დარბილებული ბადრიჯანი. შემდეგ ამოიღეთ და გაფცქვენით. სასურველია კანგაცლილი ბარდიჯანი 10–15 წუთის განმავლობაში დაწრიტოთ.

4. მოათავსეთ ბადრიჯანი ბლენდერში. ჩაუმატეთ მეოთხედი ჭიქა ლიმონის წვენი, ტაჰინი, დაჭრილი ნიორი და 2 სუფრის კოვზი სეზამის მარცვლები. გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გემოვნებისამებრ დაამატეთ წიწაკა და მარილიც.

5. გადაიტანეთ ბაბა განუში საშუალო ზომის თასში და ფრთხილად მოასხით 1 მთელი 1/2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. გასაცივებლად 3 საათით შედგით მაცივარში. კვლავ დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი და გემრიელად მიირთვით ჩიფსებთან, ჩხირებთან, ფრანგულ პურთან თუ ბოსტნეულთან ერთად! სურვილისამებრ შეკაზმეთ მწვანილით და გააფორმეთ ზეთისხილით
скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი