დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ...
ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად...
რომელი კატეგორია მოგწონთ

შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვის დროს?

01 ноя 2016, 18:01, admin
შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვის დროს?
loading...
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას რომ არ გულისხმობსმარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას რომ არ გულისხმობს. ამ დროს მორწმუნეს ყოველგვარი ხორციელი ტკბობისგან თავშეკავება მართებს და მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობისგან. შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრული ურთიერთობა და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს წყვილი? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

- შეიძლება თუ არა ცოლ- ქმრის ურთიერთობა მარხვაში?
- მარხვაში ადამიანი თავს იკავებს არა მხოლოდ საჭმლისგან, არამედ ცოლ- ქმრული სარეცელისგანაც. წმინდა იოანე დამასკელის თქმით: თავშეკავებით არავინ კვდება. ურთიერთობის დროს ადამიანის სხეული ყველანაირად დუნდება, იცლება და როგორ მოიცლის ან მოუნდება მარხვა? ლოცვა? სულიერი განწყობა იკარგება და მას სხეულებრივი ფარავს. თუ მსგავსი შემთხვევები ხდება, აღსარებაში აუცილებლად უნდა თქვას მორწმუნე ადამიანმა მოძღვართან.

- თუ ცოლ- ქმრიდან რომელიმე არ არის მორწმუნე, ეკლესიური და თანაცხოვრებისგან თავი ვერ შეიკავა, ეკლესიის კანონის მიხედვით ისჯება?
- მოძღვარი განსაზღვრავს ადამიანის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოძღვარს სხეულზე მეტს, სულს ვანდობთ და ამიტომაც არ უნდა მოგვერიდოს რჩევის კითხვა სანამ შეცდომას დავუშვებთ. საკვებზე მეტ "სიამოვნებას" ადამიანი სხეულისგან იღებს და თუ ამისგან არ იკავებს თავს, ამ შემთხვევაში კანონი უნდა დაუწესოს სულიერმა მოძღვარმა. ყველაზე მცირე, სინანული უნდა გამოავლინოს მორწმუნემ. თუ რომელიმე ურწმუნოა, მას ეკლესია ვერ მისცემს რჩევას, თუმცა მეუღლეს ყველანაირად განამტკიცებს, რომ დაიტიოს და იტვირთოს ის ჯვარი, რაც ცოლ- ქმრობამ დააკისრა: ვინც სრულიად დაითმენს იგი სცხოდება. ჩვენი ნება არ უნდა ერთვებოდეს და მეუღლის ურწმუნოებით არ გავამართლოთ "შინაგანი ვნება". პროვოცირება მორწმუნისგან არ უნდა ხდებოდეს. გული სუფთა უნდა გვქონდეს და ვიცოდეთ: ღმერთთან კონფლიქტს ადამიანთან კონფლიქტი სჯობს.

- ხანგრძლივი მარხვის პერიოდში ეს ურთიერთობები მოძღვარმა უნდა დაარეგულიროს თუ
ცოლ- ქმარმა?
- ცოლ- ქმარი ეკლესიის გარეშე, დამოუკიდებლად ჯვრისწერასაც ვერ არეგულირებს. მოძღვარი პიროვნულად არაფერ შუაშია, ის თავად არ აწესებს სარეცელში მოქმედების წესებს. ჩვენ ვიცით, რომ ადრე მორწმუნენი მარხვის პერიოდში ჯვალოს იცმევდნენ და სპეციალურად განკუთვნილ ოთახში განმარტოვდებოდნენ. როდესაც წმინდა დედოფალთა ცხოვრებას გადავხედავთ, ვხვდებით, რომ მათი ასკეტური ხედვა რაოდენ დიდებული იყო. ზედგომასა და მღვიძარებაში ატარებდნენ დღეებს. წმინდა თამარ მეფე მძიმე მარხვას ვარძიაში ატარებდა და ერის ცოდვებს გლოვობდა. თუ ირღვევა ეკლესიის მიერ შეთანხმებით დადგენილი სარეცლის "დროებითი დაცილება", ამ შემთხვევაში მოძღვარმა ზიარებისგან დროებით უნდა განაყენოს.

- გარდა ხანგრძლივი მარხვისა, ცოლ- ქმრული თანაცხოვრებისგან რომელ დღეებში უნდა მოხდეს თავშეკავება?
- ოთხშაბათსა და პარასკევს, დიდ დღესასწაულებზე, როდესაც ვეზიარებით. ჩვენი გონება როდესაც უმაღლესს ერთვის, უმდაბლესისკენ არ უნდა დავდრიკოთ.

- შეიძლება თუ არა ამგვარმა აკრძალვამ ზიანი მიაყენოს ოჯახის არსებობას?
- სადაც სარწმუნოების პრობლემაა, იქ არათუ მსგავსმა აკრძალვამ, უბრალოდ ღმერთის ხსენებამაც შეიძლება დაანგრიოს ოჯახი. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. გააჩნია ადამაინსა და მის ფსიქოლოგიას.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი