დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
როგორ უნდა მიიზიდოთ ფინანსური წარმატება 2017 წელს...
წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ ჭამის შემდეგ? - გაითვალისწინეთ, ექიმები...
რომელი კატეგორია მოგწონთ

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

09 дек 2016, 23:51, admin
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
loading...
ვერძი
სასიხარულო დღე გაგითენდათ. მთავარია, არ იზარმაცოთ და თავადაც ჩაერთოთ საქმიანობაში. დაასრულეთ ძველი ურთიერთობები და მოიშორეთ უსარგებლო ნივთები, გაუთავისუფლეთ ადგილი ახლებს.

კურო
კეთილი, ზღაპრული დღე გელით. ფორტუნა საჩუქრებსა და სიურპრიზებს გიმზადებთ. ეცადეთ, არ იზარმაცოთ, დილა საქმეებს დაუთმოთ. გამონახე დრო სეირნობისთვის. საინტერესო შეხვერა გელით, შესაძლოა, რომანტიკულიც.

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ნებისმიერი ფანტაზიის რეალიზებას შეძლებთ. საქმიანობაში შეგიძლიათ ოჯახის წევრებიც აიყოლიოთ. საღამო ან შინაურულ გარემოში გაატარეთ, ან მეგობრებთან ერთად.

კირჩხიბი
მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოსალოდნელია, რომანტიკული სიურპრიზებიც. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის. საღამოს შეიძლება სტუმრების მასპინძლობამ მოგიწიოთ; წვეულება შეიძლება დილამდე გაგრძელდეს.

ლომი
დილიდან ენერგიული და ხალისიანი ხართ. საქმეებს რომ მორჩებით გამონახეთ დრო და შეხვდით მეგობრებს. თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ, მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ.

ქალწული
სასიხარულო, წარმატებული მომენტებით აღსავსე დღე გელით. განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელია პირად ცხოვრებაში. იყავით მზად რომანტიკული სიურპრიზებისთვის.

სასწორი
მშვიდი, სტაბილური დღე გელით. ჩამოწერეთ სამომავლო სურვილები და შესასრულებელი საქმეების სია. საღამო ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარეთ, მოუმზადეთ მათ გემრიელი ვახშამი.

მორიელი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. იყავით აქტიური და დაკვირვებული. მოსალოდნელია შეხვედრა მეგობრებთან. საყვარელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით გაანებივრეთ.

მშვილდოსანი
სიურპრიზების დღე გელით. დღის პირველი ნახევარი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამოს მეგობრებს, ნათესავებს უმასპინძლეთ.

თხის რქა
საქმეებით დატვირთული დღე გელით. იღბალი საინტერესო შეხვედრას გიმზადებთ. ყურადღებით იყავით. საღამოს საყვარელ ადამიანს პაემანი მოუწყვეთ.

მერწყული
სიურპრიზებითა და საჩუქრებით მდიდარი დღე გელით. თავადაც პოზიტიური და აქტიური იქნებით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
გათავისუფლდით ნეგატივისგან, პოზიტივით დაიმუხტეთ. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი