დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ...
ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად...
რომელი კატეგორია მოგწონთ

ზრდის თუ არა ოფლისდენა ცხიმის წვის პროცესს?

05 ноя 2016, 14:31, admin
ზრდის თუ არა ოფლისდენა ცხიმის წვის პროცესს?
loading...
ხშირად შეხვდებით ფიტნეს კლუბებში ან სავარჯიშო მოედანზე თბილად შეფუთნულ ან სამოსის შიგნიდან ცელოფნებში გახვეულ ადამიანებს, რომლებიც სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი გზით უფრო სწრაფად და ეფექტურად დაიკლებენ წონაში.მათი მთავარი არგუმენტია ის, რომ ვარჯიშის დროს მეტი ოფლი გამოიყოფა, ასე მეტი ცხიმი იწვება და წონაშიც სწრაფად იკლებენ. ამ არგუმენტებს ხშირად სპორტსმენების მაგალითი ამყარებს, ან რაც უფრო სამწუხაროა, შეიძლება ტრენერის ან დიეტოლოგის რჩევაც კი (ვივარაუდებ, ამის მიზეზი ან სწრაფი შედეგის ჩვენებაა ან ნაკლებ გაცნობიერება ამ საკითხში).


სანამ უფრო დაწვრილებით განვიხილავდე ამ პროცესს, მინდა გაგახსენოთ ზოგადი უმარტივესი დებულება, რომელიც ნებისმიერმა იცის, ვინც ზედმეტ წონას ეჭიდება – წონის კლება ხდება როცა მიღებული კალორიების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე დახარჯული, კალორიებს კი ენერგიის მოთხოვნილება წვავს. მიღებული კალორიები საკვებით ითვლება (და არა წყლით) და დახარჯული კალორიები კი ცხიმის წვით (და არა დაკარგული ოფლით).

თუ შეფუთვით იკლებენ, მაშინ მართლა გამოდის კალორიები ოფლთან ერთად? გაძლიერებული ოფლისდენა ცხიმის წვის პროცესს აჩქარებს? მიიღწევა ასე სწრაფი შედეგი თუ არა?

ბოლო კითხვაზე პასუხს უცებ გაგცემთ – დიახ შედეგს იღებთ, ძალიან სწარაფად, ვარჯიშის დასრულებისთანავე სასწორი შესამჩნევ კლებას გიჩვენებთ, თუმცა ეს შედეგი არამარტო სწრაფი, არამედ დროებითია, ძალიან მცირე ხნიანი.

რა წონას ვკარგავთ ოფლისდენის დროს?

ასეთ დროს, რეალურად სხეულის წონა სწრაფი შემცირება დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვის ხარჯზე ხდება. ოფლი კი არის დაკარგული წყალი და ეს არაა ცხიმი. შეფუთვის ხარჯზე წყლის (ოფლის) გამოდენის პროცესს არაფერი აქვს საერთო ნივთიერებათა ცვლასთან ან დახარჯული კალორიების რაოდენობასთან, შესაბამისად კი არც ცხიმის წვის პროცესთან.

წყლის დაკარგვის ხარჯზე დაკლებული წონა დროებითი ეფექტია და ის რამდენიმე წყლის ჭიქასთან ერთად უკან ანაზღაურდება!

მე ვიცი, არაერთი ადამიანი ამ სტრიქონების წაკითხვითანავე იტყვის, მე ვიფუთებოდი და ისე ვვარჯიშობდი და მშვენივრად დავიკელი. მჯერა, მაგრამ თქვენ ვარჯიშობდით და ალბათ დიეტასაც იცავდით, ამიტომ დაიკელით – ვარჯიშის და დიეტის შედეგად და არა შეფუთვის. სხვათაშორის მინდა ვაღიარო, რომ მსგავსი რამ მეც მაქვს თავის დროზე გაკეთებული, როცა ნაკლებად გახდით ჩახედული ამ საკითხში და ერთი დადებითი რაც მინდა ვთქვა შეფუთვის სასარგებლოდ, ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია. მახსოვს, ოფლის დენის მომატებასთან ერთად როგორ ვუმატებდი და ვუმატებდი ტემპს და ვარჯიშს, რადგან დარწმუნებული ვიყავი ცხიმი ნიაღვრებად მოედინებოდა ჩემს სხეულზე და ამ ტემპით ვცდილობდი წვის ეფექტი გამეძლიერებინა.

უფრო დეტალურად და საფრთხეები

პირველ რიგში, გაძლიერებული ოფლისდენა ვარჯიშის დროს – ეს არ არის ცხიმის წვის პროცესთან დაკავშირებული. ეს არის ორგანიზმის თერმორეგულაციის ფუნქცია – შეამციროს ვარჯიშის დროს გახურებული სხეულის ტემპერატურა, ოფლის გამოსვლის საშუალებით ორგანიზმის ტემპერატურა მცირდება. ცელოფნებში ვარჯიშის დროს კი, ასე ვთქვათ იქმნება „თერმოსის“ ეფექტი, რითაც ფერხდება აღნიშნული თერმორეგულაციის პროცესი, ორგანიზმი გადახურდება და დგება სითბური დარტყმის საფრთხე. საფრთხე მით დიდია, რაც უფრო დიდი ფართობია შეფუთული. განსაკუთრებით დიდ რისკს ეწევიან სუსტი გულის მქონე ადამიანები. საკმაოდ საშიშია შეფუთვა ზაფხულის ცხელ ამინდებში.

სითბური დარტყმის სიმპტომები:

ძლიერი ოფლისდენა
*ქოშინი
* სისუსტე
* თავბრუსხვევა
* თვალთდაბნელება, მხედველობითი ჰალუცინაციები (ციმციმი თვალების წინ)
* ხშირი ან სუსტი პულსი

გადახურების შემთხვევაში ორგანიზმის მთელი ძალები და რესურსები გადასროლილია გაგრილების პროცესზე, ხოლო ცხიმის წვის რთული პროცესი კი პირიქით – რთულდება! ორგანიზმი ცდილობს დაწვას ნაკლები კალორიები, რათა ოფლის გაძლიერება შეაფერხოს, რადგან ის უკვე ვერ უმკლავდება არაბუნებრივად, გარედან ჩარევით გამოწვეულ გაზრდილ ოფლის დენას. გარდა ამისა, წყლის ნაკლებობის გამო ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები. რთულდება დაშლის პროდუქტების გამოტანა კუნთებიდან, უჯრედებიდან და სასარგებლო ნივთიერებების მიწოდება. ასე რომ, ცელოფანში გახვევა და გაძლიერებული ოფლის დენა არა მარტო აფერხებს ცხიმის წვას, არამედ ხელს უშლის კიდეც!

ამერიკის ვარჯიშების საბჭოს (ACE, American Council on Exercise) წევრის პიტ მაკქოლის კომენტარით, მუცლის ნაწილზე მჭიდრო შეფუთვა ადუნებს მუცლის კუნთებს და ისინი წვავენ ნაკლებ კალორიებს, ვიდრე შეფუთვის გარეშე ვარჯიშის დროს.

სხვათა შორის, ოფლისმდენი კოსტიუმების გამოყენება აკრძალული იქნა ამერიკის სპორტის ნაციონალური სტუდენტური ასოციაციის (NCAA) მიერ, მას შემდეგ რაც ის სამი სპორტსმენის დაღუპვის მიზეზი გახდა, რომლებიც ცხელ ამინდში ასეთი ფორმით ვარჯიშობდნენ.

ნაწყვეტი ჯილიან მაიკლსის (ცნობილი ამერიკელი ფიტნეს-ექსპერტი) ინტერვიუდან

ჟურნალისტი: ვარჯიშის დროს გაოფვლა არის უფრო უკეთესი შედეგის მომტანი?

ჯილიან მაიკლსი: არა, ვარჯიშის შესრულების დროს მიზანი გულის მუშაობის აჩქარებაა, ამიტომ თუ ვარჯიშობ შენი გულის რიტმის მაქსიმალური ზღვრის 85%-ზე, შედეგს აუცილებლად მიიღებ. არაა საჭირო გაოფვლა. ოფლის საშუალებით ჩვენი ორგანიზმი ახდენს გაგრილებას. არსებობს გავრცელებული არასწორი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ შეასრულებ იოგას ვარჯიშებს სიცხეში, დაწვავ უფრო მეტ კალორიას. ეს არაა სწორი, შენს ორგანიზმს გახურება ჭირდება შიგნიდან გარეთ და არა პირიქით. წარმატებული სავარჯიშო რეჟიმი მისი ინტენსივობით ფასდება და ამის საუკეთესო საზომია გულის რიტმის მაქსიმალური სიხშირის დასაშვები ზღვარის 85%-ზე დატვირთვა.

საიდან მოდის ეს მითი?

ამ მითის ერთერთი საარსებო წყაროა ის მეთოდები, რომელსაც პროფესიონალი სპორტსმენები მიმართავენ. დიახ, ზოგიერთი სპორტსმენები, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამოდიან, სადაც მიღებულია წონით კატეგორიებში დაყოფა, იყენებენ ცელოფნის ან სხვა სახის ოფლის დენის გამაძლიერებელ შეფუთვებს. თუმცა მათ იციან ამას რატომ მიმართავენ – ეს არის კიდევ ერთი ხერხი საერთო წონის შეჯიბრების წინ დასაგდებად, რათა თავის წონით კატეგორიაში ჩაეტიონ, მაშინ როცა ცოტა ზედმეტი წონა გააჩნიათ. დავამატებდი, პროფესიონალური სპორტის მიზანი შეჯიბრებაში გამარჯვებაა და არა ჯანმრთელობა!

რეზიუმე

მოიხსენით ცელოფნები და ხელის შემშლელი შეფუთვის საშუალებები, ივარჯიშე კომფორტულად და დაწვი მეტი კალორიები!скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი