დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ...
ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად...
რომელი კატეგორია მოგწონთ

ვარჯიში საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით

05 ноя 2016, 14:06, admin
ვარჯიში საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით
loading...
თუ გსურთ ფორმაში მოსვლა და ფიტნეს მაჩვენებლების გაუმჯობესება, მაშინ საკუთარი სხეულის წონით ვარჯიში ერთერთი საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის, რადგან ასეთი ტიპის ვარჯიში აძლიერებს მთლიანად სხეულს, კუნთოვან ქსოვილებს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და წვავს ცხიმს. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშის დროს მოქმედებაში ჩართულია არამარტო ძირითადი, არამედ მცირე და ღრმა კუნთებიც, მთელი სხეული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აღნაგობას, კოორდინაციას, ბალანსს, კარდიო და ძალოვან მაჩვენებლებს. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშებია, მაგ: აზიდვები, ჩაჯდომები, ჩაჯდომა-ხტუნვები, მცოცავი, „პლანკები“ და სხვ.

ზოგიერთი საკუთარი სხეულით წონით ვარჯიშს ნაკლებ და მსუბუქ დატვირთვად თვლის ვიდრე ტრენაჟორებს, თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება, რადგან არაერთი ვარჯიშია, რომლის შესრულებაც ტრენაჟორებზე ნავარჯიშევ ადამიანებს ან ძალიან უჭირთ ან საერთოდ ვერ ახერხებენ.

საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშის ეფექტები:

1. ვარჯიშის მაღალეფექტურობა. თუ შენი მიზანი არ არის მაინცდამაინც ბოდიბილდერის ათლეტური აღნაგობის მიღება და სხეულის მასის მომატება, მაშინ ჩათვალე, რომ 2 საათიანი მძიმე ვარჯიშის რუტინებმა თავისი დრო მოჭამა. კვლევების მიხედვით, მაღალ ინტენსიური, დროში უფრო მოკლე და საკუთარ წონაზე აგებული ვარჯიშები (მაგ. პლიომეტრიული) შესანიშნავად ამაღლებს ფიტნეს მაჩვენებლებს. რადგან საკუთარი წონით ვარჯიშის დროს არ გამოიყენება დამატებითი აღჭურვილობები, ერთი ვარჯიშიდან მეორეზე გადასვლა უფრო ადვილად და სწრაფად ხდება. დასვენების უფრო მოკლე დრო კი ნიშნავს გულის მაღალ რიტმს და კალორიების საკმაო დანახარჯს.

2. კარდიოს და ძალოვანის ტრენინგის კომბინაცია. როცა საკუთარ წონაზე აგებული მაღალინტენსიური კარდიო სესიის შუალედებში ძალოვანი ვარჯიშებს ვრთავთ, ამის ხერხით პულსი კვლავ მაღალი რჩება და იმავდროულად ხდება კუნთების დატვირთვა და მათი ძალოვანი მაჩვენებლების განვითარება.

3. სწრაფი ცხიმის წვა. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშის მცირედროიანი სესიაც კი საკმაოდ ამაღლებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს.

4. ვარჯიში ყველასთვის. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშს საკმაოდ ფართო დიაპაზონი გააჩნია, რადგან ის შეიძლება შეიცვალოს ვარჯიშის საკმაოდ მარტივი ვარიანტებიდან რთულ ვარიანტებამდე, დაემატოს გამეორებები, შესრულდეს ვარჯიში ნელა ან სწრაფად, რამდენიმე ელემენტის დამატებამაც კი შეიძლება საკმაოდ გაართულოს ვარჯიში.

5. აუმჯობესებს ცენტრის სიძლიერეს. ცენტრი (core) ეს განსვავებული ცნებაა ვიდრე პრესი. ეს არაა მხოლოდ 6-კუბიკი (6 pack), რადგან ადამიანის სხეულის ცენტრი 29-მდე კუნთისგანაა ფორმირებული. სხეულის წონით ვარჯიშის დროს შესაძლებელია ყველა მათგანი იყოს ჩართული ვარჯიშში. ასეთი ვარჯიშები ამაგრებენ ცენტრს და უკეთესს ხდიან აღნაგობას, სიარულის მანერას და ათლეტურ მაჩვენებლებს. ძლიერი ცენტრი მთელი სხეულის კონტროლს ნიშნავს!

6. ზრდის მოქნილობას. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიში საშუალებას იძლევა ძალოვან მაჩვენებლებთან ერთად მოქნილობაც გაუმჯობესდეს. საკუთარი სხეულის წონაზე აგებული ვარჯიშის სესიის დასრულება იოგას ფართო სპექტრის ვარჯიშებით, გარანტიაა სახსრების მოქნილობის გაზრდის და ტრავმების რისკის შემცირების.

7. ტრავმების პრევენცია. ტრავმები ერთერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები თავს არიდებენ ან ანებებენ ვარჯიშს. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიში უსარფრთხოა ნებისმიერი ფიტნეს დონის, ასაკის და გამოცდილების ადამინისათვის. ამ კომპლექსის მარტივი ვარჯიშები შესაძლებელია აქტუალური იყოს რეაბილიტაციის პერიოდისათვისაც კი.

8. ხელსაყრელია და მოხერხებული. ბევრი ვარჯიშს არ იწყებს, რადგან იმიზეზებს დროის და საჭირო ინვენტარის არ არსებობას. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშს არ სჭირდება აღჭურვილობა და შეიძლება ნებისმიერ დროს შესრულდეს როგორც დარბაზში, ისე სახლის პირობებში ან გარეთ ბუნებაში.

9. ნაკლები მოწყენილობა. იმ დროს, როცა ტრენაჟორები შეზღუდულია მოძრაობების რაოდენობაში და მრავალფეროვნებაში, საკუთარი სხეულის წონით ვარჯიში მუდმივ განახლებას განიცდის. უამრავი ვარჯიშის არჩევანი საშუალებას გაძლევთ გაახალისოთ სავარჯიშო რუტინა, სხვადასხვა ვარჯიშების მონაცვლეობა ნაკლებად მოსაწყენია, შეუძლია „პლატოს ეფექტის“ დაძლევა და შემდეგი პროგრესის მიღწევა. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიში შეიძლება როგორც მარტო, ისე ჯგუფთან ერთად, ერთმანეთის გამხნევება მეტი მოტივაციაა ორივე მხარისათვის.

10. შევაჯამოთ შედეგები. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშის შედეგები განპირობებული, იმით, რომ მასში ჩართულია მრავალფეროვანი სახის მოძარობები, რომლებიც აუმჯობესებენ როგორც კუნთების ძალოვან მაჩვენებლებს, ისე მოქნილობას და ზოგად ფიტნეს მაჩვენებლებს. საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშის უპირატესობაა ასევე ფაქტიც, რომ ის აუმჯობესებს ცენტრის სიძლიერეს, რის შედეგადაც უმჯობესდება აღნაგობა, კოორდინაცია და ბალანსი.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი