დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ...
ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად...
რომელი კატეგორია მოგწონთ

უკანალზე სიარული ჯანმრთელობისა და ლამაზი ფორმებისთვის - მიდის ზედმეტი კილოგრამები და ქრება ცელულიტი!

01 ноя 2016, 18:58, mari
უკანალზე სიარული ჯანმრთელობისა და ლამაზი ფორმებისთვის - მიდის ზედმეტი კილოგრამები და ქრება ცელულიტი!
loading...
უდუსუნი უკანალის კუნთებთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობაში. უამრავი ვარჯიში არსებობს უკანალის კუნთებს გასამაგრებლად, მაგრამ ყველაზე ეფექტური მაინც იატაკზე უკანალით სიარულია.
ამ ვარჯიშს თითქმის არანაირი უკუჩვენება არ აქვს, გარდა მენსტრუალური ციკლისა.

1. დაჯექით იატაკზე და გამართეთ ფეხები. მხრები გასწორებული გაქვთ და ტორსი ფეხებთან მიმართებაში სწორ კუთხეს უნდა ქმნიდეს. უკანალით მოძრაობისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ზურგს. თუკი თავიდან გაგიჭირდათ ამ ვარჯიშის შესრულება, ვარჯიშამდე კარგად გაიწელეთ სხვადასხვა მიმართულებით.

2. მოხარეთ ხელები ისე, რომ იდაყვთან სწორი კუთხე გაკეთდეს. ვარჯიშის გასართულებლად, უმჯობესია, არ დაიხმაროთ ხელები და
თავს უკან დაიკავოთ.

3. "გადადგით" ცალი დუნდულო მარჯვენა ფეხთან ერთად წინ. შეეცადეთ, არ მოხაროთ ფეხი.

4. დუნდულოთი გადაადგილებისას მოიხმარეთ სხეული ისე, რომ აქცენტი მარცხენა მხარეზე მოახდინოთ. ყველა მოქმედება თანაბრად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე შეასრულეთ.

5. შემდეგ შეასრულეთ ვარჯიში მარცხენა დუნდულოთი და იგივე ფეხით.

ამ ვარჯიშის დროს არ არის საჭირო მაქსიმალურად ფართო მოძრაობის გაკეთება. "ნაბიჯები" მოკლე, მაგრამ სწორად შესრულებული უნდა იყოს.

თავდაპირველად შეასრულეთ დღეში ორჯერ. წინ იმდენივე "ნაბიჯი" გადადგით, რამდენიც უკან. ნელ-ნელა გაზარდეთ რაოდენობა, თქვენი შესაძლებლობის მიხედვით.

მრავალფეროვნების მოყვარულებმა შეგიძლიათ გვერდულადაც "იაროთ". თუ სისტემატურად შეასრულებთ ვარჯიშებს, შედეგი სულ მალე დადგება – უკანალი გამკვრივდება და ლამაზ ფორმას მიიღებს. ზედმეტი წონა და ცელულიტი არა მხოლოდ თეძოებიდან და უკანალიდან მოგშორდებათ, არამედ ფეხებიდანაც. გაგიმკვრივებთ მუცლის კუნთებსაც.скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი