დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
ამ საშუალებების გამოყენებით დაემშვიდობეთ ყვითელ, სოკოვან ფრჩხილებს....
3 მიზეზი თუ რატომ ჭირდება თქვენს სექსუალურ ცხოვრებას ახალი იმიჯის...
რჩევები
რატომ გვტკივა სახსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ...
ტესტი იმუნიტეტის შესამოწმებლად...
რომელი კატეგორია მოგწონთ

ეს 3 ვარჯიში სულ რაღაც 1 წუთში ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს!

01 ноя 2016, 18:52, mari
ეს 3 ვარჯიში სულ რაღაც 1 წუთში ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს!
loading...
ეს სტატიკური ვარჯიშებია. ასე რომ, დიდი დატვირთვა არ მოგიწევთ: მიიღეთ მხოლოდ საჭირო მდგომარეობა და დაჰყავით ამ პოზაში რამდენიმე წუთი.
თითოეული ვარჯიშის ხანგრძლივობა 30 წამიდან 1 წუთამდეა. როცა კუნთების დაჭიმვას იგრძნობთ, დაძლიეთ თავი და მოითმინეთ კიდევ 10 წამი. სწორედ ამ დროს დაიწყება ცხიმის წვის პროცესი.

1. "წინ და მაღლა"

ეს 3 ვარჯიში სულ რაღაც 1 წუთში ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს!


საწყისი მდგომარეობა: ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები ჩამოშვებულია სხეულის გასწვრივ. ჩაჯექით ისე, თითქოს სკამზე ჯდებოდეთ და ამასთან, ასწიეთ ხელები მაღლა და გაჭიმეთ. ზურგი მაქსიმალურად სწორად გეჭიროთ.
მნიშვნელოვანია! ვარჯიშის შესრულების დროს პრესის კუნთები მაქსიმალურად დაჭიმული უნდა გქონდეთ. გააკონტროლეთ ხერხემალი.

2. "ხიდი"

ეს 3 ვარჯიში სულ რაღაც 1 წუთში ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს!


საწყისი მდგომარეობა: დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ხელები კი განზე გაშალეთ. გაშალეთ და გაჭიმეთ ერთი ფეხი, ასწიეთ მაღლა. დაჭიმეთ თეძოებისა და დუნდულების კუნთები, აზნიქეთ უკანალი მაღლა. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხითაც.
მნიშვნელოვანია! გააკონტროლეთ, რომ უკანალი არ "ჩამოგეკიდოთ", გაშლილი ფეხი კი ერთ ხაზს ქმნიდეს პრესთან.

3. გვერდითი ვარჯიში

ეს 3 ვარჯიში სულ რაღაც 1 წუთში ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს!


საწყისი მდგომარეობა: დადექით მარჯვენა მუხლზე, მარჯვენა ხელით დაეყრდენით იატაკს, მარცხენა ფეხი კი გაასწორეთ და დაჭიმეთ, ხოლო მარცხენა ხელი გადაიტანეთ თავს უკან. ასწიეთ მარცხენა ფეხი მაღლა. გაიმეორეთ იგივე სხეულის მეორე მხარეს.

მნიშვნელოვანია! არ დაივიწყოთ მუცლის პრესის შესახებ, აკონტროლეთ, რათა კორპუსი არ გაგექცეთ უკან ან წინ. იდექით, როგორც კლდე.
ამ ვარჯიშების რეგულარულად შესრულების შემთხვევაში თქვენი სხეული ნამდვილად გადასხვაფერდება და ეს შესანიშნავი მაგალითი იქნება იმისა, რომ სახლის პირობებშიც შესაძლებელია, მიიღოთ შესანიშნავი შედეგი. მთავარია – არ დაიზაროთ...
скачать dle 10.5фильмы бесплатно
loading...
გააკეთეთ კომენტარი