დრო:
loading...
loading...
ჯანმრთელობა
10 პროდუქტი რომელიც გაგიწმინდავთ არტერიებს და დაგიცავთ გულის...
დაამზადეთ სახის კრემი სახლის პირობებში თქვენი კანის ტიპის მიხედვით...
რჩევები
გაწუხებთ მხედველობის პრობლემები? სამუდამოთ განთავისუფლდით მისგან...
ჩამოშვებული და დეფორმირებული მკერდის 5 მთავარი გამომწვევი მიზეზი...
რომელი კატეგორია მოგწონთ

რით არის საშიში ბებიების მეთოდები გაციების მკურნალობის დროს?

22 окт 2016, 01:43, admin
რით არის საშიში ბებიების მეთოდები გაციების მკურნალობის დროს?
Загрузка...
ცივი ამინდი, ყინვა, ცივი ჰაერი, ამინდის შეუსაბამოდ, არასწორად შერჩეული სამოსი - ეს არის მიზეზები, რასაც მივყავართ გაციებამდე. ხშირად დედები ბებიების რეცეპტებს მიმართავენ ბავშვების მკურნალობისთვის, რომელიც ყოველთვის არ არის ეფექტური! თუ ექიმებს კითხავთ, რას ფიქრობენ ბებიების მეთოდზე, ყველა გამოხატავს თავის უკმაყოფილებას. ამასთან, მოიყვანენ უამრავ მაგალითს თავიანთი პრაქტიკიდან, როდესაც მსგავს " მკურნალობას" მოჰყვა სხვადასხვა გართულება. არა, ისინი არ არიან სხვადასხვა კომპოტის, ბალახეული ჩაის წინააღმდეგი. ეს უბრალოდ დამხმარე მეთოდებია მკურნალობის დროს. განვიხილოთ მეთოდები, რომლებიც კამათის საბაბი ხდება.

გათბობა თუ ბავშვს სტკივა ყელი და გადიდებული აქვს ლიმფური ჯირკვლები - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყელის დათბუნება და კომპრესების გაკეთება. საქმე ისაა, რომ ხშირად ლიმფური კვანძები დიდდება მაშინ, როდესაც მასში მოხვდება საშიში მიკროორგანიზმები. მათი დათბობა მხოლოდ გაართულებს პროცესს. გარდა ამისა, არსებობს დაავადება, რომლის დროსაც ლიმფური კვანძების გათბობა კატეგორიულად აკრძალულია, მაგალითად, ოტიტის დროს. იგივე შეიძლება ითქვას ყურის ტკივილისას კომპრესის დადებაზე. კი, სითბო ეხმარება ტკივილის შემსუბუქებაში, მაგრამ თუ ბავშვს ჩირქოვანი ოტიტი აქვს, თბილი კომპრესი დაეხმარება ბაქტერიებს გამრავლებაში. ასე რომ, ბებიის მეთოდი მხოლოდ გაართულებს ბავშვის მდგომარეობას.

ბავშვის შეფუთვნა, თუ აქვს მაღალი ტემპერატურა - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი შეფუთვნა და რამდენიმე პლედის დაფარება - როგორც ბებიები გვირჩევენ. გამონაკლისია - თეთრი ცხელება. არ არის გასაკვირი, რომ სიცხის დამწევი პრეპარატის მიღების შემდგომაც თუ არ ჩამოდის დაბლა, ასეთი ჩაფუთვნის შემდეგ ხომ დაირღვევა თერმორეგულაცია. პატარას აუწია ტემპერატურამ, ოთახში კი თბილა - გახადეთ ბავშვს მაქსიმალურად. ეს მეთოდი მუშაობს!

რით არის საშიში ბებიების მეთოდები გაციების მკურნალობის დროს?


ძმრითა და არყით დაზელვა მაღალი ტემპერატურის დროს - ბებია გვირჩევს ბავშვის დაზელვას წყალში გაზავებული ძმრით ან არყით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება. განსაკუთრებით, თუ ბავშვი 5 წლის არ არის. ბავშვის კანი განსხვავდება აგებულებით მოზრდილი ადამიანის კანისგან. ის ძალიან მგრძნობიარეა და სწრაფად შეიწოვს კანის ზედაპირიდან ნივთიერებებს. ეს ეფექტი ძლიერდება სხეულის ტემპერატურის მომატების დროს. ამიტომ ძმრით დაზელვა იგივეა, რაც ბავშვმა დალიოს ეს სითხეები. არ არის გასაკვირი, რომ ბავშვს დაზელვის შემდეგ დაემართოს ინტოქსიკაცია, რამაც შეიძლება მდგომარეობა გაართულოს. მაღალი ტემპერატურის დროს ბავშვის გრილ წყალში დასველებული ნაჭრით დაზელვა აუცილებელია!

ინჰალაცია ბალახებით ან მოხარშული კარტოფილის ორთქლით. თავდაპირველად ხველების დაწყებისას ბავშვი უნდა მიიყვანოთ პედიატრთან. ხველება ბევრნაირია, ზოგიერთ შემთხვევაში ინჰალაცია კატეგორიული უკუჩვენებაა. პატარებს ლორწოვანი ძალიან მგრძნობიარე აქვთ და როდესაც ხვდება ცხელი ორთქლი, ხშირად ვითარდება შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოხრჩობა. ნებისმიერი ინჰალაცია გაუკეთეთ ბავშვს ექიმის რეკომენდაციის შემდეგ!скачать dle 10.5фильмы бесплатно
იხილეთ ვიდეო
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ "ADD EXTENSION"-ს
loading...
Загрузка...
გააკეთეთ კომენტარი