მამაკაცებში თმის ცვენის მიზეზები

ადამიანის თავზე საშუაოდ 100-150 ათასი თმის ღერია რომლიდანაც დღის განმავლობაში სცვივა დაახლოვებით 50-100 თმის ღერი და მათ ადგილზე ამოდის ახალი ჯანსაჟი თმა, მაგრამ როდესაც გაცვენილ თმას და ამოსულ თმას შორის თანაფარდობა ირღვევა და გარკვეული მიზეზების გამო სცვივა უფრო მეტი ვიდრე ამოსდის, სწორედ ამ დროს იწყება თმის შეთხელება.

თმის ცვენა ძირითად შემთხვევაში მამაკაცებში ვლინდება და მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით მამაკაცების 60-70%-ს აწუხებს, აქედან 95% მამაკაცებში გვხდება ანდროგენული ალოპეცია (გენეტიკური გამელოტება), თუმცა ასევე არსებობს სხვა ტიპის გამელოტებები, ბუდობრივი ალოპეცია, კეროვანი ალოპეცია, ნაწიბუროვანი ალოპეცია და ა.შ.

სტატისტიკა შემაშფოთებელია – დღეისათვის ყოველი მეორე მამაკაცი და მეოთხე ქალი ანროგენულ ალოპეციას უჩივის.

ანდროგენული, იგივე მამაკაცური ტიპის თმის ცვენა ძლიერ გავრცელებულია 20-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებში.

ანდროგენული თმის ცვენის მექანიზმის განვითარებისთვის ორი ფაქტორია მნიშნველოვანი, ეს გახლავთ გენეტიკური წინასწარი განწყობა და მამაკაცის სასქესო ჰორმონის არსებობა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ჰორმონული ფონი ყველა მამაკაცს აქვს, თმას კი მხოლოდ ისინი კარგავენ, ვინც გენეტიკურადაც არის განწყობილი.

როგორ შევაჩეროთ ანდროგენული ალოპეცია?