თმის ცვენა ქალებში | 8 საოცარი რჩევა, თუ როგორ ავიცილოთ თმის ცვენა ქალებში

 მრავალი ქალბატონისთვის ცოტა რამ არის უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე შესამჩნევად გათხელებული თმა ან კულულები, რომლებსაც ბზინვა არ ეტყობათ და მოცულობაშიც მოიკლეს. მართალია, დღეში 50-დან 100-მდე თმის ღერის დაკარგვა ნორმალურია, მაგრამ უფრო მეტის გაცვენა უკვე პრობლემაზე მიუთითებს.
როგორც წესი, ზემოთ აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის და შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, დაწყებული გენეტიკური მიდრეკილებით და დამთავრებული იმით, თუ როგორი სტილით იყენებთ თმას. საბედნიეროდ, შეთხელებული თმა უფრო კოსმეტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს პრობლემას, ვიდრე ჯანმრთელობის მხრივ.

 

რადგან ეს საკითხი სულ უფრო მეტად აწუხებს ქალებს, როდესაც ისინი ასაკში შედიან, არსებობს მრავალი პროდუქტი და რჩევა, რომელიც ეხმარება მათ თმის კარგვასთან ბრძოლაში. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს თქვენ თმა შეთხელებულია, სცადეთ გამოიყენოთ ზოგიერთი ის რჩევა, რომელიც ქვემოთ არის მოცემული. თუ რამდენიმე თვის შემდეგ თვალსაჩინო შედეგები არ გექნებათ, სისხლის უბრალო ანალიზს შეუძლია დაადგინოს, ხომ არ არის გამოწვეული თმის გაცვენა ჯანმრთელობის მდგომარეობით.

  • არ გამოიყენოთ თმის ვარცხნილობა, რომელიც თმას ჭიმავს
 

მჭიდროდ შეკრულმა ნაწნავებმა (“ცხენის კუდი”, “კორნროუ” და ა.შ.), რომლებიც დაჭიმულ მდგომარეობაში ამყოფებენ მოკლე თმებს, შეიძლება გამოიწვიოს თმების კარგვა. ამ მჭიდროდ დაწნული თმის ვარცხნილობით გამოწვეული დაძაბულობა ზედმეტად ჭიმავს ნაზ თმებს და თმების კარგვა/გათხელება შეიძლება განვითარდეს. თუ მაინც გსურთ დაიწნათ თმა “ცხენის კუდის” სტილში, გამოიყენეთ ელასტიური შესაკრავი, რომელიც არ შეიცავს ლითონს, როგორიცაა, მაგალითად, Goody’s-ის თმის პროდუქტების ხაზი Ouchless. ის დაგეხმარებათ, რომ თქვენი თმა არ იყოს დაგრეხილ მდგომარეობაში ელასტიკში და “ცხენის კუდის” მოხსნის დროს თმის ღერები არ ამოიძრობა კანიდან.
  • ამოიღეთ ხმარებიდან თმის მოვლის ინსტრუმენტები, რომლებიც იყენებენ ძლიერ გაცხელებას
 
გაცხელება ყოველთვის ცუდად მოქმედებს თმებზე. ის იწვევს თმის ღერების შიგნით სიმტკიცის მოშლას, რის შედეგადაც ვიღებთ მყიფე თმას, რომელიც იმტვრევა და ცვივა. თუ გადაწყვეტთ თმის გასწორებას ან დახვევას ლითონის ინსტრუმენტის საშუალებით, დიდხანს არ მიადოთ ის ერთი და იმავე ადგილს და ამოძრავეთ ყოველი ათ წამის შემდეგ. ასევე, გახსოვდეთ, რომ თუ გესმით შიშინის ხმა ან თითები გეწვებათ, სითბო ზედმეტად მაღალ ნიშნულზეა დაყენებული და თქვენ ასევე წვავთ თქვენს თმებს. შეეცადეთ თქვენი თმა გააშროთ ბუნებრივად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და როდესაც იყენებთ სტილისტის ინსტრუმენტებს, ამავე დროს გამოიყენეთ სითბოსგან დამცავი სპრეი, რომელიც შეამცირებს იმ ზიანს, რასაც ინსტრუმენტები აყენებენ თქვენს თმას.
  • ფრთხილად მოეკიდეთ ქიმიურ დამუშავებას
 
ისევე როგორც გაცხელება აზიანებს თმებს, იგივე ეფექტი აქვს ქიმიური დამუშავების სხვადასხვა მეთოდებს, რომლებსაც სალონები გვთავაზობენ. თმის ქიმიურად გასწორება, გაუფერულება და გაღიავება შეიძლება დამაზიანებელი იყოს თქვენი თმის ღერებისთვის, ასუსტებდეს თმას და იწვევდეს მის დაკარგვას. ყოველთვის შეეცადეთ თქვენი თმის ბუნებრივი სტილი და ფერი შეინარჩუნოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განიცდით თმის ცვენას ან შეთხელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება. თუ რეგულარულად იყენებთ ქიმიურ დამუშავებას, უზრუნველყავით თქვენი თმის სიღრმისეული მკურნალობა მინიმუმ კვირაში ერთხელ, ოპტიმალური შედეგების მისაღებად.
  • ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი მაცივარი
 
ვიტამინებით და ისეთი მინერალებით მდიდარი საკვები, როგორიც არის რკინა, თუთია და ვიტამინი B12, გვეხმარება გათხელებული თმის ღერების რევიტალიზაციაში. ამიტომ, უზრუნველყავით თქვენს დიეტაში ფურცლოვანი ბოსტნეულის, კაკლების, პარკოსნების, თევზეულის და უცხიმო ხორცის არსებობა. თუ ვერ ახერხებთ ყოველდღიურ დიეტაში სამკარისი საკვები ნივთიერებების შეტანას, მაღალი ხარისხის საკვები დანამატები დაგეხმარებათ დაფაროთ საკვებში არსებული აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტი.
  • გამოიყენეთ თმის პროდუქტები, რომლებიც მიმართულია თმის ზრდის აღდგენისკენ
 
რადგანაც თმების გათხელება და კარგვა სერიოზული კოსმეტიკური პრობლემაა ქალებისთვის, მრავალი კომპანია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც კონკრეტულად მიმართულია თმის ზრდის აღდგენისკენ. თმის კარგვის საწინააღმდეგო შამპუნების ეს სია შეიცავს სხვადასხვა პროდუქტს, რომლებშიც შედის მრავალნაირი ზეთები და მინერალები, რომლებსაც შეუძლიათ თმის ზრდის სტიმულირება, თმის დამაზიანებელი ბაქტერიების განადგურება, სისხლის მიმოქცევის გაზრდა თავის კანის მიმართულებით და სხვა.
  • გამოიყენეთ ადგილობრივი მკურნალობა
 
მინოქსიდილი (Minoxidil), აქტიური კომპონენტი როგაინში (Rogaine), არის ურეცეპტო მედიკამენტი, რომლის წასმაც შესაძლებელია თმაზე თხევადი ფორმით ან მუსის სახით. მედიკამენტი მუშაობს თმის ფოლიკულების სტიმულაციის გზით და ხელს უწყობს თმების ხელახლა გაზრდას სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ. თუ ექვსი თვე ხანგრძლივ ვადად გეჩვენებათ, ამასობაში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის გამასქელებელი სპრეი, რომელიც ფარავს არსებულ თმას და უფრო მოცულობით სახეს ანიჭებს მას.
  • არ გამოტოვოთ თავის კანის მასაჟი
 
თავის კანის მასაჟის ჩართვა თმის მოვლის სისტემაში ადვილია შხაპის მიღების დროს მისი გაკეთებით, როდესაც შამპუნს ან კონდიციონერს დაისხამთ. ცნობილია, რომ თავის კანის მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ზრდას. მასაჟის დროს ამოძრავეთ ხელის თითები ნელი, წრიული მოძრაობით თავის გარშემო, რითაც შეამცირებთ კანის დაძაბულობას და ხელს შეუწყობთ თმის ხელახლა გაზრდას.
  • გამოიყენეთ ეთერზეთები
 
ეთერზეთები უკვე დიდი ხნის განმავლობაში დაფასებულია ბუნებრივი სარგებლის გამო და მათი გამოყენება სასარგებლო იქნება თქვენი თმისთვის. ისეთ ზეთებს, როგორიც არის სტაფილოს თესლების, კვიპაროსის, ლავანდის და როზმარინის ზეთი – მხოლოდ რამდენიმე რომ ჩამოვთვალოთ – გააჩნიათ აღმდგენი, დამარბილებელი და დამაბალანსებელი მახასიათებლები, რომლებიც აუმჯობესებს თმის კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს თმის ზრდას. რადგანაც ეთერზეთები სულ უფრო პოპულარულია, როგორც თმის მოვლის ჯანსაღი ალტერნატივა, მათი პოვნა ადვილია ონლაინ მაღაზიებში, აფთიაქებში და ა.შ. სულ რამდენიმე წვეთი, რომელიც დაესხმება თქვენი თავის კანს მასაჟის დროს ბევრად გააუმჯობესებს მასაჟის ეფექტურობას და მოგცემთ ყველა იმ სარგებლის გამოყენების საშუალებას, რომლებსაც ამგვარი ზეთები გვთავაზობენ.